პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კაია კალასი: მტკიცედ ვართ უკრაინის მხარეს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის მდგრადი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა მედიატორი არ არის და მტკიცედ დგას უკრაინის მხარეს.

კაია კალასი: მტკიცედ ვართ უკრაინის მხარეს
ფორმულა

რუსეთსა და უკრაინას შორის მდგრადი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, შეუძლებელია ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმოამდგენელმა, კაია კალასმა, ვარშავაში, ბალტიის ზღვის ქვეყნების საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კალასმა აღნიშნა, რომ ევროპა კვლავაც მხარს უჭერს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მიმართულ ყველა ძალისხმევას. მისი თქმით, ომის დასრულების შესახებ ნებისმიერმა შეთანხმებამ უნდა აღკვეთოს რუსეთის ხელახლა შეიარაღება და თავდასხმა.

"ვერ ვიტყვით, უკრაინა და რუსეთი როდის და როგორ მიაღწევენ სამშვიდობო შეთანხმებას. შეგვიძლია ვთქვათ, რა არის საჭირო, რათა ის რეალური გახდეს.

ნებისმიერი შეთანხმებისთვის, რათა შესაძლო იყოს მისი იმპლემენტაცია, საჭირო იქნება, რომ ევროკავშირი მისი ნაწილი იყოს. უსაფრთხოების გარანტიებიდან, სანქციებიდან, აღდგენიდან, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებიდან დაწყებული, ევროკავშირის გვერდის ავლის გზა არ არსებობს.

ევროპას ძირეული უსაფრთხოების ინტერესები გააჩნია რუსეთთან დაკავშირებით. მედიატორი არ ვართ, მტკიცედ ვართ უკრაინის მხარეს.

ომის დასრულების შესახებ ნებისმიერმა შეთანხმებამ უნდა აღკვეთოს რუსეთის მიერ ხელახლა ძალის გამოყენება", - განაცხადა კალასმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკაია კალასი - ომის დასრულების შესახებ ნებისმიერმა შეთანხმებამ უნდა აღკვეთოს რუსეთის მიერ ხელახლა ძალის გამოყენება და ეს არ უნდა იქნას გამოყენებული პაუზისთვის, ხელახლა შეიარაღებისა და თავდასხმისთვის
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვერ ვიტყვით, უკრაინა და რუსეთი როდის და როგორ მიაღწევენ სამშვიდობო შეთანხმებას. შეგვიძლია ვთქვათ, რა არის საჭირო, რათა ის რეალური გახდეს. ნებისმიერი შეთანხმებისთვის, რათა შესაძლო იყოს მისი იმპლემენტაცია, საჭირო იქნება, რომ ევროკავშირი მისი ნაწილი იყოს. უსაფრთხოების გარანტიებიდან, სანქციებიდან, აღდგენიდან, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებიდან დაწყებული, ევროკავშირის გვერდის ავლის გზა არ არსებობს. ევროპას ძირეული უსაფრთხოების ინტერესები გააჩნია რუსეთთან დაკავშირებით. მედიატორი არ ვართ, მტკიცედ ვართ უკრაინის მხარეს. ომის დასრულების შესახებ ნებისმიერმა შეთანხმებამ უნდა აღკვეთოს რუსეთის მიერ ხელახლა ძალის გამოყენება“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კაია კალასი - ომის დასრულების შესახებ ნებისმიერმა შეთანხმებამ უნდა აღკვეთოს რუსეთის მიერ ხელახლა ძალის გამოყენება და ეს არ უნდა იქნას გამოყენებული პაუზისთვის, ხელახლა შეიარაღებისა და თავდასხმისთვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები