პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბიძინა გიორგობიანი: არ არის შემთხვევითი, როდესაც გარკვეული გლობალური პოლიტიკური ძალები ცდილობენ საქართველო „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ კონტექსტიდან იყოს ამოგდებული

ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, გლობალური პოლიტიკური ძალები საქართველოს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ კონტექსტიდან ამოგდებას ცდილობენ, რათა ქვეყანას გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდეს.

ბიძინა გიორგობიანი: არ არის შემთხვევითი, როდესაც გარკვეული გლობალური პოლიტიკური ძალები ცდილობენ საქართველო „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ კონტექსტიდან იყოს ამოგდებული
იმედინიუსი

არ არის შემთხვევითი, როდესაც გარკვეული გლობალური პოლიტიკური ძალები ცდილობენ საქართველო „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ კონტექსტიდან იყოს ამოგდებული, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.

გიორგობიანის თქმით, ევრობიუროკრატია რეზოლუციებიდან პირდაპირ დიპლომატიურ წნეხზე გადავიდა.

„არ არის შემთხვევითი, როდესაც გარკვეული გლობალური პოლიტიკური ძალები ცდილობენ საქართველო იყოს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ კონტექსტიდან ამოგდებული და სამხრეთ კავკასიაში შექმნან ახალი კონფიგურაცია, სადაც საქართველოს ექნება მხოლოდ ტერიტორიის, არა გადაწყვეტილების მიმღების ფუნქცია. ეს ძალიან საყურადღებოა ჩვენთვის და პირველ რიგში, ხელისუფლებისთვის, რომელიც ძალიან სწორად მოიქცა ახლა, რომ დაბალი ფორმატის შეხვედრაზე არ წავიდა. ამასთან, საქართველოს ხელისუფლებამ თვალი უნდა გაუსწოროს ამ რეალობას და ევროკავშირთან გაუთავებელი ფლირტი ძალიან პრაგმატულ დამოკიდებულებაში უნდა გადაიყვანოს “, - აღნიშნა მან.

საგარეო უწყება: 16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში და მათ შორის დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი არ მიიღებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ალუდა ღუდუშაური ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებზე: როგორ შეიძლება დაკავშირებადობაზე ვსაუბრობდეთ საქართველოს რეგიონში და საქართველო არ იყოს ჩართული შესაბამის დონეზე ამ დისკუსიაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები