ალუდა ღუდუშაური ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებზე: როგორ შეიძლება დაკავშირებადობაზე ვსაუბრობდეთ საქართველოს რეგიონში და საქართველო არ იყოს ჩართული შესაბამის დონეზე ამ დისკუსიაში
ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ბრიუსელის მიზანი საქართველოში „მორჩილი ხელისუფლების“ ყოლა და ქვეყნის „კუთხეში დაყენება“ იყო, რის საშუალებასაც არ მისცემენ. საგარეო უწყების ცნობით, სათანადო დონეზე მოწვევის არარსებობის გამო საქართველო დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორ შეიძლება დაკავშირებადობაზე ვსაუბრობდეთ საქართველოს რეგიონში და საქართველო არ იყოს ჩართული შესაბამის დონეზე ამ დისკუსიაში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებზე საუბრისას.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი არის ფარსი და არაგულწრფელი საუბარი.
„სინამდვილეში მათი მიზანი იყო ის, რომ საქართველოში იყოს მორჩილი ხელისუფლება და არა ისეთი, რომელიც პრეტენზიას გამოთქვამს სუვერენიტეტზე, ან სახელმწიფო ინტერესზე. ჩვენ ამჯერადაც არ მივეცით შესაძლებლობა, რომ ერთგვარად დაეკნინებინათ საქართველო, დაეტუქსათ და ეჩვენებინათ, რომ ყველა სათანადო დონეზეა წარმოდგენილი ჩვენს გარდა. საქართველოსთან მიმართებაში მათ სურვილი ჰქონდათ, რომ ჩვენი ქვეყანა კუთხეში დაეყენებინათ. ჩვენ ამის საშუალებას არ ვაძლევთ და არც მომავალში მივცემთ. ჩვენ ვართ მზად ნებისმიერი დისკუსიისთვის“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.
საგარეო უწყება: 16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში და მათ შორის დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი არ მიიღებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…