საპენსიო ფონდის ჯარიმებზე ამნისტია ცხადდება
„ქართული ოცნება“ საპენსიო ფონდში შენატანების გადაუხდელობისთვის დაკისრებული ჯარიმების ამნისტიას აანონსებს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 13 500 დამსაქმებელს 43 მილიონი ლარის ჯარიმა ჩამოეწერება, თუ ისინი საპენსიო დავალიანებასა და დარიცხულ სარგებელს წლის ბოლომდე სრულად დაფარავენ. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ჯარიმის ოდენობის შემცირებას, დავების განხილვის სამსახურის შექმნას, თანხის ეტაპობრივად გადახდის შესაძლებლობას და გასაჩივრების წესების დაზუსტებას.

„ქართული ოცნება“ საპენსიო ფონდში შენატანების გადაუხდელობისთვის დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმების ამნისტიას აანონსებს.
კომპანიებს ჯარიმები საპენსიო დავალიანების წლის ბოლომდე დაფარვის შემთხვევაში ჩამოეწერება.
ამას ითვალისწინებს დაგროვებითი პენსიის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. კანონპროექტი ჯერ საჯარო არ არის, თუმცა შალვა პაპუაშვილის თქმით, ის მოიცავს ხუთ ძირითად ცვლილებას:
„გამოცხადდება გადაუხდელი ჯარიმების ამნისტია: 13 500 დამსაქმებელს ჩამოეწერება ჯამურად 43 მილიონი ლარის ჯარიმა, თუ საპენსიო დავალიანებასა და დარიცხულ სარგებელს 2026 წლის ბოლომდე სრულად დაფარავს.
მცირდება ჯარიმის ოდენობა: პირველ და განმეორებით შემთხვევებში 500 და 1000 ლარის ნაცვლად, ჯარიმის ოდენობა იქნება 300 ლარი.
საპენსიო ფონდში შეიქმნება დავების განხილვის სამსახური, რაც საკითხის სასამართლომდე განხილვას უზრუნველყოფს.
შესაძლებელი გახდება საპენსიო შენატანისა და დარიცხული სარგებლის ეტაპობრივი გადახდა 18 თვემდე ვადით.
დაზუსტდება ჯარიმის ჩაბარებისა და გასაჩივრების წესი. შენატანის 10 დღეში დაფარვის შემთხვევაში ჯარიმა გაუქმდება, ხოლო გასაჩივრებისას აღსრულება შეჩერდება“.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაინიციიროთ ჯარიმების ამნისტიის პროექტი. შესაბამისად, ხუთი ძირითადი პუნქტიდან პირველი მთავარი საკითხი სწორედ იმ ჯარიმების ამნისტიას ეხება, რომლებიც ჯერ გადახდილი არ არის. ეს ცვლილება შეეხება, დაახლოებით, 13 500 დამსაქმებელს და ჯამში მოიცავს 43 მლნ ლარს. ჯარიმების ჩამოწერა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლები საპენსიო დავალიანებასა და დარიცხულ საურავებს მიმდინარე წლის ბოლომდე დაფარავენ“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- BM.GEხელისუფლება საპენსიო ფონდის ჯარიმების ამნისტიას აცხადებს - 13 500 დამსაქმებელს 43 მლნ ლარი ჩამოეწერება|პირობები
- პირველი არხისაკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, დამსაქმებლებს, რომლებიც საპენსიო ფონდში შენატანებს წლის ბოლომდე დაფარავენ, დაკისრებული ჯარიმა ჩამოეწერებათ
- პირველი არხისაკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, დამსაქმებლებს, რომლებიც საპენსიო ფონდში გადაუხდელ შენატანებსა და საურავებს წლის ბოლომდე დაფარავენ, დაკისრებული ჯარიმა ჩამოეწერებათ
- POSTVშალვა პაპუაშვილი: “ცხადდება საპენსიო ფონდში შენატანების გადაუხდელობისთვის დაკისრებული და გადაუხდელი
- რუსთავი 2პარლამენტში ინიციირებული "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები, საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ჯარიმებისგან დამსაქმებელთა გათავისუფლებას ითვალისწინებს
- იმედინიუსისაპენსიო დავალიანების გამო დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმები ამნისტიას დაექვემდებარება, თუ დამსაქმებლები წლის ბოლომდე საპენსიო დავალიანებას და საურავებს დაფარავენ
- BM.GE"ათასობით მეწარმემ თანამშრომლების ასობით მილიონის შენატანი არ გადარიცხა" - რა იცვლება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში?
- BM.GEსაპენსიო შენატანის ვალდებულება 4 673 დამსაქმებელს აქვს დარჩენილი, ჯარიმა ₾13.4 მილიონია - ამნისტიის პირობები
ციტატები სტატიიდან
„მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაინიციიროთ ჯარიმების ამნისტიის პროექტი. შესაბამისად, ხუთი ძირითადი პუნქტიდან პირველი მთავარი საკითხი სწორედ იმ ჯარიმების ამნისტიას ეხება, რომლებიც ჯერ გადახდილი არ არის. ეს ცვლილება შეეხება, დაახლოებით, 13 500 დამსაქმებელს და ჯამში მოიცავს 43 მლნ ლარს. ჯარიმების ჩამოწერა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლები საპენსიო დავალიანებასა და დარიცხულ საურავებს მიმდინარე წლის ბოლომდე დაფარავენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…