შალვა პაპუაშვილი: “ცხადდება საპენსიო ფონდში შენატანების გადაუხდელობისთვის დაკისრებული და გადაუხდელი
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპენსიო ფონდში შენატანების გადაუხდელობისთვის დაკისრებული ჯარიმების ამნისტია ცხადდება. 13 500 დამსაქმებელს ჯამურად 43 მილიონი ლარის ჯარიმა ჩამოეწერება, თუ ისინი საპენსიო დავალიანებასა და დარიცხულ სარგებელს 2026 წლის ბოლომდე სრულად დაფარავენ. პაკეტი ასევე ითვალისწინებს ჯარიმის ოდენობის შემცირებას, დავების განხილვის სამსახურის შექმნას, შენატანების ეტაპობრივი გადახდის შესაძლებლობას და ჯარიმის ჩაბარებისა და გასაჩივრების წესის დაზუსტებას.

შალვა პაპუაშვილი: “ცხადდება საპენსიო ფონდში შენატანების გადაუხდელობისთვის დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმების ამნისტია – 13 500 დამსაქმებელს ჩამოეწერება ჯამურად 43 მილიონი ლარის ჯარიმა, თუ საპენსიო დავალიანებასა და დარიცხულ სარგებელს 2026 წლის ბოლომდე სრულად დაფარავს”.
დაგროვებითი პენსიის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს ხუთ ძირითად ცვლილებას:
1.გამოცხადდება გადაუხდელი ჯარიმების ამნისტია: 13 500 დამსაქმებელს ჩამოეწერება ჯამურად 43 მილიონი ლარის ჯარიმა, თუ საპენსიო დავალიანებასა და დარიცხულ სარგებელს 2026 წლის ბოლომდე სრულად დაფარავს;
2.მცირდება ჯარიმის ოდენობა: პირველ და განმეორებით შემთხვევებში 500 და 1000 ლარის ნაცვლად, ჯარიმის ოდენობა იქნება 300 ლარი;
3.საპენსიო ფონდში შეიქმნება დავების განხილვის სამსახური, რაც საკითხის სასამართლომდე განხილვას უზრუნველყოფს;
4.შესაძლებელი გახდება საპენსიო შენატანისა და დარიცხული სარგებლის ეტაპობრივი გადახდა 18 თვემდე ვადით;
5.დაზუსტდება ჯარიმის ჩაბარებისა და გასაჩივრების წესი. შენატანის 10 დღეში დაფარვის შემთხვევაში ჯარიმა გაუქმდება, ხოლო გასაჩივრებისას აღსრულება შეჩერდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- BM.GEხელისუფლება საპენსიო ფონდის ჯარიმების ამნისტიას აცხადებს - 13 500 დამსაქმებელს 43 მლნ ლარი ჩამოეწერება|პირობები
- პირველი არხისაკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, დამსაქმებლებს, რომლებიც საპენსიო ფონდში შენატანებს წლის ბოლომდე დაფარავენ, დაკისრებული ჯარიმა ჩამოეწერებათ
- პირველი არხისაკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, დამსაქმებლებს, რომლებიც საპენსიო ფონდში გადაუხდელ შენატანებსა და საურავებს წლის ბოლომდე დაფარავენ, დაკისრებული ჯარიმა ჩამოეწერებათ
- რუსთავი 2პარლამენტში ინიციირებული "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები, საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ჯარიმებისგან დამსაქმებელთა გათავისუფლებას ითვალისწინებს
- ნეტგაზეთისაპენსიო ფონდის ჯარიმებზე ამნისტია ცხადდება
- იმედინიუსისაპენსიო დავალიანების გამო დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმები ამნისტიას დაექვემდებარება, თუ დამსაქმებლები წლის ბოლომდე საპენსიო დავალიანებას და საურავებს დაფარავენ
- BM.GE"ათასობით მეწარმემ თანამშრომლების ასობით მილიონის შენატანი არ გადარიცხა" - რა იცვლება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში?
- BM.GEსაპენსიო შენატანის ვალდებულება 4 673 დამსაქმებელს აქვს დარჩენილი, ჯარიმა ₾13.4 მილიონია - ამნისტიის პირობები
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…