ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საპენსიო დავალიანების ჯარიმების ამნისტია - პარლამენტმა პირველი მოსმენით "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებებს, რომელიც 5 ძირითად მიმართულებას მოიცავს. ცვლილება ითვალისწინებს საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების ამნისტიას იმ დამსაქმებლებისთვის, რომლებიც დავალიანებასა და საურავს წლის ბოლომდე სრულად დაფარავენ. პაკეტი ასევე აწესებს დავალიანების 18 თვემდე განაწილების შესაძლებლობას, ჯარიმების შემცირებას, დავების განხილვის დამოუკიდებელი სამსახურის შექმნას და დარღვევების გამოსასწორებლად 10-დღიანი ვადის მიცემას.

საპენსიო დავალიანების ჯარიმების ამნისტია - პარლამენტმა პირველი მოსმენით "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საპენსიო დავალიანების ჯარიმების ამნისტია - პარლამენტმა პირველი მოსმენით "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირარუსთავი 2

პარლამენტმა პირველი მოსმენით "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებას მხარი უკვე დაუჭირა. საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც 5 ძირითად მიმართულებას მოიცავს, დეპუტატებს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ წარუდგინა.

ერთ-ერთი მთავარი ცვლილება საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების ამნისტიას ითვალისწინებს. თუ დამსაქმებელი თანამშრომლის საპენსიო დავალიანებას და საურავს მიმდინარე წლის ბოლომდე სრულად დაფარავს, დაკისრებული ჯარიმა ჩამოეწერება. შეღავათით ის კომპანიები ისარგებლებენ, რომლებსაც ფულადი სანქციები 2025 წლის 1 მაისის შემდეგ დაეკისრათ. ინიციატივა 13 ათასზე მეტ დამსაქმებელს შეეხება, ჩამოსაწერი ჯარიმების საერთო მოცულობა კი 43 მილიონი ლარია.

ახალი საკანონმდებლო პაკეტით, საპენსიო დავალიანების 18 თვემდე განაწილება გახდება შესაძლებელი. ხოლო, მოქმედი 500 და 1000 ლარიანი ჯარიმები 300 ლარამდე შემცირდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე საპენსიო ფონდში დავების განხილვის დამოუკიდებელი სამსახურის შექმნაა. დარღვევების გამოსასწორებლად დამსაქმებელს 10 სამუშაო დღე ექნება, გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში კი აღსრულების პროცესი შეჩერდება.

ინიციატივას მხარს უჭერს ოპოზიციაც, სადაც ამბობენ რომ ეს მოქალაქეების პირდაპირი მოთხოვნაა. ცვლილებების პაკეტს სრული მხარდაჭერა აქვს მმართველი გუნდისგანაც. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ რომ მიზანი დასაქმებულების უფლებების დაცვა და ბიზნესის ხელშეწყობაა.

"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილები დაჩქარებული წესით განიხილება. საკანონმდებლო ორგანოში საკითხზე მსჯელობა ხვალ გაგრძელდება.

ავტორი: ირაკლი კოშაძე

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, დამსაქმებლებს, რომლებიც საპენსიო ფონდში გადაუხდელ შენატანებსა და საურავებს წლის ბოლომდე დაფარავენ, დაკისრებული ჯარიმა ჩამოეწერებათწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები