საპენსიო დავალიანების გამო დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმები ამნისტიას დაექვემდებარება, თუ დამსაქმებლები წლის ბოლომდე საპენსიო დავალიანებას და საურავებს დაფარავენ
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს. ინიციატივის თანახმად, საპენსიო დავალიანების გამო დაკისრებული ჯარიმები ამნისტიას დაექვემდებარება, თუ დამსაქმებლები წლის ბოლომდე ძირითად დავალიანებასა და საურავებს დაფარავენ. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა, ცვლილებები მიზნად ისახავს, რომ დასაქმებულმა კუთვნილი საპენსიო დანაზოგი მიიღოს, ხოლო დამსაქმებელს ვალდებულების შესრულებისთვის მოქნილი პირობები მიეცეს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დღეს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე პირველი მოსმენით იმსჯელებს. ცვლილება ხუთ ძირითად საკითხს მოიცავს.
საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით საპენსიო დავალიანების გამო დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმები ამნისტიას დაექვემდებარება იმ შემთხვევაში თუ დამსაქმებლები წლის ბოლომდე საპენსიო დავალიანებას და საურავებს დაფარავენ. საკანონმდებლო პაკეტი დაახლოებით 13 500-ს დამსაქმებელს შეეხება და ჯამში, 43 მილიონი ლარის ამნისტია მოხდება.
კანონპროექტში ასევე არის პროცედურულ-შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებებიც, კერძოდ, მცირდება ჯარიმის ოდენობაც.
„ეს ცვლილებები ემსახურება იმას, რომ ერთი მხრივ დასაქმებულმა მიიღოს თავის ანგარიშზე მისი კუთვნილი საპენსიო დანაზოგი და დამსაქმებელმა ის კეთილსინდისიერად გადაიხადოს, თუმცა თუ შეცდომაა დამსაქმებლის მხრიდან, მას მიეცეს გარკვეული მოქნილი პირობები რომ აღნიშნული ვალდებულება შეასრულოს“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- BM.GEხელისუფლება საპენსიო ფონდის ჯარიმების ამნისტიას აცხადებს - 13 500 დამსაქმებელს 43 მლნ ლარი ჩამოეწერება|პირობები
- პირველი არხისაკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, დამსაქმებლებს, რომლებიც საპენსიო ფონდში შენატანებს წლის ბოლომდე დაფარავენ, დაკისრებული ჯარიმა ჩამოეწერებათ
- პირველი არხისაკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, დამსაქმებლებს, რომლებიც საპენსიო ფონდში გადაუხდელ შენატანებსა და საურავებს წლის ბოლომდე დაფარავენ, დაკისრებული ჯარიმა ჩამოეწერებათ
- POSTVშალვა პაპუაშვილი: “ცხადდება საპენსიო ფონდში შენატანების გადაუხდელობისთვის დაკისრებული და გადაუხდელი
- რუსთავი 2პარლამენტში ინიციირებული "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები, საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ჯარიმებისგან დამსაქმებელთა გათავისუფლებას ითვალისწინებს
- ნეტგაზეთისაპენსიო ფონდის ჯარიმებზე ამნისტია ცხადდება
- BM.GE"ათასობით მეწარმემ თანამშრომლების ასობით მილიონის შენატანი არ გადარიცხა" - რა იცვლება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში?
- BM.GEსაპენსიო შენატანის ვალდებულება 4 673 დამსაქმებელს აქვს დარჩენილი, ჯარიმა ₾13.4 მილიონია - ამნისტიის პირობები
ციტატები სტატიიდან
„ეს ცვლილებები ემსახურება იმას, რომ ერთი მხრივ დასაქმებულმა მიიღოს თავის ანგარიშზე მისი კუთვნილი საპენსიო დანაზოგი და დამსაქმებელმა ის კეთილსინდისიერად გადაიხადოს, თუმცა თუ შეცდომაა დამსაქმებლის მხრიდან, მას მიეცეს გარკვეული მოქნილი პირობები რომ აღნიშნული ვალდებულება შეასრულოს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…