დეკანოზი ბესარიონ ბულაშვილი: არ იღუპება ჩვენი ახალგაზრდობა ნარკოტიკის მოხმარებით? არ იცლება საქართველო ქართველი ახალგაზრდებისგან?
დეკანოზი ბესარიონ ბულაშვილი: ამჯერად მინდა შევეხო მეუფე იობის ქადაგებას. რა თქვა მეუფემ თავის ქადაგებაში, რას შეეხო იგი? რაც ყველას არ სტკივა დღევანდელ ყოფიერ ცხოვრებაში: არ იღუპება ჩვენი ახალგაზრდობა ნარკოტიკის მოხმარებით? არ იცლება საქართველო ქართველი ახალგაზრდებისგან?

“მივესალმები საზოგადოებას - მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს. მინდა მივმართო იმ საზოგადოებას, რომელიც ეკლესიის მრევლად თვლის თავს და რომლისთვისაც ეპისკოპოსის თუ მღვდელმსახურის მხრიდან მხილება მიუღებელია ამბიონიდან. უპირველეს ყოვლისა, მინდა შევახსენო ყველას, რომ ამბიონი არის ის ადგილი, საიდანაც გაისმის ღვთის სიტყვა და ერის და ხელისუფლების მოწოდება და მხილება არაეკლესიური ქმედებების წინააღმდეგ.
ამჯერად მინდა შევეხო მეუფე იობის ქადაგებას. რა თქვა მეუფემ თავის ქადაგებაში, რას შეეხო იგი? რაც ყველას არ სტკივა დღევანდელ ყოფიერ ცხოვრებაში: არ იღუპება ჩვენი ახალგაზრდობა ნარკოტიკის მოხმარებით? არ იცლება საქართველო ქართველი ახალგაზრდებისგან?
არ ივსება მათი ადგილი უცხო ტომელებით? არ იყიდება ქართული მიწები? კაზინოები, რომელსაც ამხელა რეკლამა უკეთდება არ ანგრევს ოჯახებს, არ აგდებს მშობლებს და მათ ახლობლებს განსაცდელში? და ვინ უნდა იზრუნოს ამ პრობლემების აღმოფხვრაზე? მთავრობამ, ალბათ დამეთანხმებით.“ - განაცხადა სანზონის წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ბესარიონ ბულაშვილმა
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…