კაია კალასი: შავი ზღვის რეგიონის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ყველა პარტნიორთან ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი. ზოგჯერ ზოგიერთი მათგანი შეხვედრას ვერ ესწრება, თუმცა მინისტრების საკმაოდ დიდი რაოდენობა ჩამოდის
კაია კალასის განცხადებით, პარტნიორებთან ბევრი საკითხია განსახილველი და ზოგი შეხვედრას ვერ ესწრება. ბრიუსელში მიმდინარე ღონისძიებებს საქართველო არ ესწრება: საგარეო უწყება აცხადებს, რომ მოწვევა შესაბამის დონეზე არ მიუღია, თუმცა მარტა კოსის თქმით, ქვეყანა მიწვეული იყო.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი იმედოვნებს, რომ მომავალში შეძლებენ შავი ზღვის რეგიონის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ყველა პარტნიორთან საკითხების განხილვას და კონკრეტული და რეალური შედეგების მიღწევას.
„შავი ზღვის რეგიონის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ყველა პარტნიორთან ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი. ზოგჯერ ზოგიერთი მათგანი შეხვედრას ვერ ესწრება, თუმცა მინისტრების საკმაოდ დიდი რაოდენობა ჩამოდის. იმედი მაქვს, მომავალში შევძლებთ კონკრეტული და რეალური შედეგების მიღწევასაც შევუწყოთ ხელი“, - აღნიშნა კალასმა.
ბრიუსელში დაგეგმილ პოლიტიკურ ღონისძიებებზე საქართველო წარმოდგენილი არ არის. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია. „რადიო თავისუფლების“ შეკითხვის პასუხად მარტა კოსმა განაცხადა, რომ ბრიუსელში დაკავშირებადობის საკითხებზე გამართულ ღონისძიებებზე საქართველოს წარმომადგენელი მიწვეული იყო, თუმცა არც ერთხელ არ მიუღიათ მონაწილეობა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…