ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი აშშ-თან ურთიერთობაზე: ჩვენ დინამიკით კმაყოფილი ვართ. მზად ვართ უფრო მჭიდრო ურთიერთობისთვის. როგორც კი მზაობა იქნება აშშ-ის მხრიდან, იციან, რომ აქ ნახავენ კეთილსინდისიერ პარტნიორს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა აშშ-სთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს და კმაყოფილია ტრამპის ადმინისტრაციასთან არსებული დინამიკით. მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ სტრატეგიული პარტნიორობა დაანგრია, ხოლო ტრამპის მიერ USAID-ის დაფინანსების შეწყვეტა და პროექტების დახურვა წინა ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგმობაზე მიანიშნებს. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის უფრო მჭიდრო ურთიერთობისთვის, როგორც კი ამის მზაობა აშშ-ის მხრიდან იქნება.

შალვა პაპუაშვილი აშშ-თან ურთიერთობაზე: ჩვენ დინამიკით კმაყოფილი ვართ. მზად ვართ უფრო მჭიდრო ურთიერთობისთვის. როგორც კი მზაობა იქნება აშშ-ის მხრიდან, იციან, რომ აქ ნახავენ კეთილსინდისიერ პარტნიორს
შალვა პაპუაშვილი აშშ-თან ურთიერთობაზე: ჩვენ დინამიკით კმაყოფილი ვართ. მზად ვართ უფრო მჭიდრო ურთიერთობისთვის. როგორც კი მზაობა იქნება აშშ-ის მხრიდან, იციან, რომ აქ ნახავენ კეთილსინდისიერ პარტნიორსრუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვაზე ისაუბრა.

"ჩვენ ვართ მზად, რომ ახალი ფურცლიდან დაიწყოს ის ურთიერთობები, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დაანგრია და რეგიონში აშშ-ის საუკეთესო პარტნიორი მოიძულა - შეწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა, ყველაზე სტრატეგიულ პარტნიორთან. ბაიდენის ადმინისტრაციამ დაანგრია ცალი მხრიდან ეს ურთიერთობები და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ჩვენი პარტნიორობა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ორი ქვეყნის უწყებებს შორის ურთიერთობების დინამიკა მზარდია და ეს ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია.

"რა მომენტშიც აშშ-ის ადმინისტრაცია მზად იქნება შემდეგი ეტაპისთვის, იმ მომენტში ჩვენც მზად ვიქნებით. ჩვენ არსად ვჩქარობთ, ჩვენი პოზიციები გვაქვს. ამ მეგობრობაში ჩვენ ვართ კეთილსინდისიერები და წინა ადმინისტრაცია მოიქცა არაკეთილსინდისიერად," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ის რომ ტრამპმა USAID-ის დაფინანსება შეწყვიტა და სხვა მავნე პროექტები დახურა, მიანიშნებს იმაზე, რომ ის გმობს ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია მოსახლეობის კეთილდღეობა და ქვეყნის გაერთიანება.

"ვისაც ამ მიზნებთან ერთად უნდა ჩვენთან პარტნიორობა და ურთიერთობა, ყველას მივესალმებით. ჩვენ არავის ვაძალებთ, არც ბაიდენს ჩამოვკიდებივართ მაშინ კისერზე, როდესაც სტრატეგიული პარტნიორობა გააუქმა. ვისაც უნდა ჩვენთან მეგობრობა, ყველა ხედავს, რომ ჩვენ ვართ კეთილსინდისიერი პარტნიორი. მაშინ, როდესაც ამერიკას მთელი ევროპა დაემალა ავღანეთში, აი, დღეს, რომ მჯიღს ირტყამენ ბალტიის ქვეყნები და ათი და ოცი კაცი რომ ჰყავდათ ავღანეთში, ჩვენ გვყავდა 1000 ჯარისკაცი ავღანეთში. ასე რომ ყველამ კარგად იცის, პარტნიორს თუ ეძებს, ყველაზე სანდო და კეთილსინდისიერი პარტნიორები ვართ ქართველები," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება კმაყოფილია ურთიერთობის იმ დინამიკით, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციასთან აქვს.

"ჩვენ დინამიკით კმაყოფილი ვართ, მათ შორის იმ პროექტით, რასაც "ტრამპ თაუერი" ჰქვია. როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ამ რეგიონში საკუთარი სახელის წარმოჩენას ცდილობს, ესეც არის ის გზავნილი, რომელიც ამ დინამიკას ადასტურებს. რაც შეეხება კომუნიკაციას, იცით, რომ პრემიერ-მინისტრს ჰქონდა სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო საუბარი, არის უწყებებს შორის კომუნიკაცია. მზად ვართ უფრო მჭიდრო ურთიერთობისთვის. როგორც კი მზაობა იქნება აშშ-ის მხრიდან, იციან, რომ აქ ნახავენ კეთილსინდისიერ პარტნიორს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პაპუაშვილი: კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რაც არის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები