პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა

ლონდონის „არსენალი“ „ლაიფციგის“ 21 წლის ნორვეგიელი გარემარბის, ანტონიო ნუსას შეძენით ინტერესდება. TEAMtalk-ის ინფორმაციით, გერმანული კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს ითხოვს.

"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
სპორტალი

ლონდონის "არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ლაიფციგის" ნორვეგიელი გარემარბის, 21 წლის ანტონიო ნუსას დამატებას განიხილავს. TEAMtalk-ის ინფორმაციით, ინგლისურ კლუბს ფეხბურთელის გარემოცვასთან უკვე ჰქონდა კონტაქტი და მის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს.

"მეთოფეების" ინტერესი სკაუტების აქტიურობითაც დასტურდება, კლუბის წარმომადგენლები ნუსას გერმანული გუნდის ბოლო სამ შეხვედრას დაესწრნენ და მის თამაშს აკვირდებოდნენ. თავად ნორვეგიელი კარიერის ლონდონში გაგრძელებაზე თანახმაა.

თუმცა ტრანსფერზე მოლაპარაკებები მარტივი არ იქნება. ნუსას კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა განსაზღვრული არ არის, "ლაიფციგი" კი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 80 მილიონ ევროს ითხოვს.

21 წლის გარემარბის დამატებით მიუნხენის "ბაიერნიც" არის დაინტერესებული.

ნუსამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები