ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

TEAMtalk-ის ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“ და „არსენალი“ მიუნხენის „ბაიერნის“ 18 წლის ნახევარმცველის, ლენარტ კარლის სიტუაციას აკვირდებიან, რომლის სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონი ევროა.

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენსპორტალი

"მანჩესტერ იუნაიტედი", "ლივერპული" და "არსენალი" მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველის, ლენარტ კარლის სიტუაციას აკვირდებიან. TEAMtalk-ის ცნობით, 18 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში იმაზე ნაკლებ სათამაშო დროს იღებს, ვიდრე ელოდა.

წყაროს ინფორმაციით, კარლთან დაკავშირებით "ბაიერნის" უკმაყოფილება მხოლოდ მოედანზე მის მდგომარეობას არ უკავშირდება. გერმანული გრანდი ახალგაზრდა ფეხბურთელის მოედანს მიღმა ქცევის ზოგიერთი ასპექტითაც უკმაყოფილოა და სურს, რომ მან საკუთარი განვითარების პროცესზე მეტი კონცენტრირება მოახდინოს.

გავრცელებული ინფორმაციით, შუამავლები უკვე უკავშირდებიან სხვადასხვა კლუბს, რომლებიც კარლის მდგომარეობას ყურადღებით აკვირდებიან. თუ სიტუაცია არ შეიცვლება, 2027 წელს შესაძლოა "ბაიერნს" ფეხბურთელთან დამშვიდობება მოუწიოს.

კარლმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ცხრა მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მას "ბაიერნთან" კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

Transfermarkt-ის მონაცემებით, ახალგაზრდა გერმანელის სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონ ევროს შეადგენს.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები