კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
Calciomercato.it-ის ინფორმაციით, იტალიური "რომა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გიორგი კვერნაძის, კევინისა და ანტონიო ნუსას კანდიდატურებს განიხილავს. კლუბის სპორტულმა დირექტორმა ტონი დ'ამიკომ ფეხბურთელების წარმომადგენლებთან უკვე დაამყარა კონტაქტი.

Calciomercato.it-ის ინფორმაციით, "რომა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ფლანგის შემტევის პოზიციაზე გაძლიერებას აპირებს და ამისთვის 3 კანდიდატი ჰყავს შეგულებული.
კლუბის სპორტულმა დირექტორმა ტონი დ'ამიკომ გიორგი კვერნაძესთან ერთად სიაში "ფულემიდან" კევინი და "ლაიფციგიდან" ანტონიო ნუსა შეიყვანა. აღნიშნული წყაროს ცნობით, დ'ამიკომ ფეხბურთელების წარმომადგენლებთან პირველი კონტაქტი უკვე დაამყარა.
შეხსენებისთვის, კვერნაძემ სეზონი შესანიშნავად დაიწყო და სერია A-ს 9 შეხვედრაში 3 გოლთან ერთად 3 ასისტსაც მოუყარა. მის მიმართ ინტერესი "ევერტონს", "კრისტალ პალასსა" და "მონაკოსაც" გააჩნიათ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…