პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„მიმდინარეობს შიდა განხილვები“ – ომბუდსმენი პარტიების აკრძალვის საქმეში ჯერ არ ჩართულა

საკონსტიტუციო სასამართლოლელოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაგახარია საქართველოსთვის

სახალხო დამცველს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში პოზიცია ჯერ არ წარუდგენია. ომბუდსმენის პირველი მოადგილის, თამარ გვარამაძის განცხადებით, პარტია „ლელოს“ მიმართვის შემდეგ ამ საკითხზე უწყებაში შიდა განხილვები მიმდინარეობს.

„მიმდინარეობს შიდა განხილვები“ – ომბუდსმენი პარტიების აკრძალვის საქმეში ჯერ არ ჩართულა
ნეტგაზეთი

სახალხო დამცველს ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი არ აქვს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება. 19 ოქტომბერს პარტია „ლელომ“ ომბუდსმენს მოუწოდა, არ დარჩენილიყო პროცესის მიღმა და წარმოედგინა სამართლებრივი პოზიცია.

ომბუდსმენის პირველმა მოადგილემ, თამარ გვარამაძემ გვითხრა, რომ მათთვის ცნობილია პარტიის მიმართვის შესახებ და ამ საკითხთან დაკავშირებით „შიდა განხილვები“ მიმდინარეობს.

„ჩვენთვის ცნობილია „ლელოს“ წარმომადგენლის მომართვის შესახებ, ამაზე მიმდინარეობს შიდა განხილვები და თუ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს სახალხო დამცველი, აუცილებლად საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. […] დღეის მდგომარეობით, ასეთი გადაწყვეტილება არ არის“, – თქვა გვარამაძემ.

დღეს, სარჩელის განხილვის დროს, ამ საკითხით კიდევ ერთხელ დაინტერესდა „ლელოს“ წარმომადგენელი თორნიკე ართქმელიძე და პლენუმის წევრებს ჰკითხა, ხომ არ მიუღიათ სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება.

მას უპასუხეს, რომ ამ ეტაპზე მოსაზრება წარმოდგენილი არაა.

„ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო. გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს 9 თვე აქვს.

სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო და დაგეგმილია, რომ 23 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაგრძელდეს.

სარჩელით „ქართული ოცნება“ ითხოვს თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, მათ შორისაა: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიომბუდსმენი პარტიების აკრძალვის საქმის შესწავლის ეტაპზეა
  2. TV პირველიოპოზიციურიომბუდსმენი პარტიების აკრძალვის საქმეში ჯერ არ ჩართულა
  3. ალიაოპოზიციურიომბუდსმენი პარტიების აკრძალვის საქმეში ისევ არ ჩართულა
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ომბუდსმენმა საკონსტიტუციო სასამართლოს, პარტიების აკრძალვის საქმეზე, მეგობრის მოსაზრება წარუდგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები