ალ. ჭავჭავაძისა და ალ. გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ალექსანდრე ჭავჭავაძისა და ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა საგზაო სამუშაოების გამო 16 ნოემბრის 18:00 საათიდან 17 ნოემბრის 18:00 საათამდე სრულად შეიზღუდება.

"ოცნების" მერიის ცნობით, ალექსანდრე ჭავჭავაძისა და ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით იზღუდება.
მიზეზად აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოების დასკვნითი ეტაპია დასახელებული.
"ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, 16 ნოემბრის 18:00 საათიდან 17 ნოემბრის 18:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ალექსანდრე ჭავჭავაძისა და ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე.
აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს საგზაო სამუშაოების დასკვნითი ეტაპი. სამუშაოების ტექნიკური სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია საავტომობილო მოძრაობის დროებით შეზღუდვა.
შეზღუდვის პერიოდში ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალ. გრიბოედოვის ქუჩის N18-დან ვ. სარაჯიშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ალ. გრიბოედოვის ქუჩის N16-დან ბესიკის ქუჩის მიმართულებით.
მთაწმინდის რაიონის გამგეობა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…