პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ჭოველიძისა და ზანდუკელის ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერია

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 ნოემბრიდან ჭოველიძისა და ზანდუკელის ქუჩების მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, რის გამოც მარშრუტები შეიცვლება.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ჭოველიძისა და ზანდუკელის ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რუსთავი 2

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თამარ ჭოველიძისა და მიხეილ ზანდუკელის ქუჩების მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

კერძოდ, 5 ნოემბრის 00:00 საათიდან 9 ნოემბრის 00:00 საათამდე მერაბ კოსტავას ქუჩიდან (მეტროსადგურ "რუსთაველის" მხრიდან) მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის თამარ ჭოველიძის ქუჩაზე მარცხნივ მოხვევა შეიზღუდება. აღნიშნული მიმართულებით მოძრავი ავტომობილები, მათ შორის, მიკროავტობუსები - N408 და N420 თამარ ჭოველიძის ქუჩაზე მოხვედრას მერაბ კოსტავას ქუჩიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე ასვლითა და შემდგომ პეტრე მელიქიშვილის გამზირის გავლით შეძლებენ.

ამასთანავე, 5 ნოემბრის 00:00 საათიდან 15 დღის განმავლობაში, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან ძმები კაკაბაძეებისა და მიხეილ ზანდუკელის ქუჩებისკენ გადაადგილება შეიზღუდება.

შეზღუდვის პერიოდში ზანდუკელის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჯავახიშვილის ქუჩაზე მოტრიალებით, შემდეგ კი - მერაბ კოსტავას, ნიკო ნიკოლაძის ქუჩებისა და პეტრე მელიქიშვილის გამზირის გავლით, თამარ ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე გადაადგილების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, თუმცა ამ მასშტაბის სამუშაოების ჩატარება გარკვეული დისკომფორტის გარეშე წარმოუდგენელიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები