პაატა სალია: სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი გარემო, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ბიზნესს კიდევ უფრო გააძლიეროს ქვეყნის ეკონომიკა
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე განაცხადა, რომ სახელმწიფომ ისეთი რეგულაციები და გარემო უნდა შექმნას, რაც ბიზნესს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების საშუალებას მისცემს.

"ბიზნეს გარემო საქართველოში - დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის" - ამ სახელწოდებით თბილისში ბიზნესასოციაციის კონფერენცია მიმდინარეობს.
ღონისძიების მთავარი მიზანია კერძო სექტორსა და მთავრობას შორის პირდაპირი, ღია და შედეგზე ორიენტირებული დიალოგის წარმართვა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის, საინვესტიციო კლიმატისა და ბიზნესის განვითარების პერსპექტივების შესახებ.
კონფერენცია პრემიერ-მინისტრმა გახსნა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა BAG ინდექსის პრეზენტაცია, რომლის კვლევის შედეგების მიხედვით შეფასდა ბიზნესის მიმდინარე განწყობები, არსებული ტენდენციები და კერძო სექტორის მოლოდინები.
იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის როგორც სახელმწიფოს, ისე ბიზნესის როლი გადამწყვეტია.
"ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომელსაც ახორციელებს დღეს ხელისუფლება, იმისათვის, რომ ბიზნესი კიდევ უფრო წარმატებული იყოს და ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს, რა თქმა უნდა, აქ ორივე მოთამაშის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც სახელმწიფოსი, ასევე, ბიზნესის. სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი რეგულაციები და გარემო, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ბიზნესს კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა.
საუბარი იყო იმ პოზიტიურ მოლოდინებზე, რომელიც არა მარტო ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო აქტორებსაც აქვს საქართველოს ეკონომიკის მიმართ. აღინიშნა ისიც, რომ საქართველოს ეკონომიკა ზრდის კუთხით ერთ-ერთი მოწინავეა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებს შორის და რეგიონში," - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…