მაია ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია ეკონომიკა, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის ქმნის მეტ ღირებულებას, მეტ მაღალ ანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და განვითარების მეტ შესაძლებლობებს
ვიცე-პრემიერ მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მიზანი ისეთი ეკონომიკის შექმნაა, რომელიც მეტ ღირებულებასა და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს მოიტანს, რაც ძლიერი კერძო სექტორის გარეშე შეუძლებელია.

"ბიზნეს გარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის" - ამ სახელწოდებით თბილისში ბიზნესასოციაციის კონფერენცია იმართება.
ღონისძიების მთავარი მიზანია კერძო სექტორსა და მთავრობას შორის პირდაპირი, ღია და შედეგზე ორიენტირებული დიალოგის წარმართვა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის, საინვესტიციო კლიმატისა და ბიზნესის განვითარების პერსპექტივების შესახებ.
კონფერენცია პრემიერ-მინისტრმა გახსნა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა BAG ინდექსის პრეზენტაცია, რომლის კვლევის შედეგების მიხედვით შეფასდება ბიზნესის მიმდინარე განწყობები, არსებული ტენდენციები და კერძო სექტორის მოლოდინები.
საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს ამოცანა მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევასთან ერთად ისეთი ეკონომიკის შექმნაა, რომელიც საზოგადოებას მეტ ღირებულებასა და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს მოუტანს.
"სახელმწიფოს ამოცანა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლების მიღწევა არ არის. ჩვენი მიზანია ეკონომიკა, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის ქმნის მეტ ღირებულებას, მეტ მაღალ ანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და განვითარების მეტ შესაძლებლობებს. ამის მიღწევა შეუძლებელია ძლიერი და კონკურენტუნარიანი კერძო სექტორის გარეშე. ჩვენი სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კერძო სექტორთან დიალოგს, რადგან თქვენთან ერთად მიღწეული შედეგები, მათ შორის იდენტიფიცირებული გამოწვევები, ეხმარება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებას.
საქართველოს აქვს ამბიცია გახდეს მაღალშემოსავლიანი, თანამედროვე და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ამისთვის გვაქვს მკაფიო გეგმა, კონკრეტული პროექტები და ეკონომიკური განვითარების მყარი საფუძველი. მე დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ ამ დასახულ მიზნებს ერთობლივი ძალისხმევით აუცილებლად მივაღწევთ", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…