პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სალომე სამადაშვილი - ჩემი გზავნილი, როგორც მარტა კოსთან, ასევე, ყველა შეხვედრაზე შემდეგია: - გააგრძელეთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა და გაზარდეთ ხელისუფლებაზე ზეწოლა!

ლელოსაკონსტიტუციო სასამართლო

სალომე სამადაშვილი ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებს, გააგრძელონ ქართველი ხალხის მხარდაჭერა და გაზარდონ ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომელიც, მისი მტკიცებით, რუსულ დაკვეთას ასრულებს და ქვეყნის კონსტიტუციას არღვევს.

სალომე სამადაშვილი - ჩემი გზავნილი, როგორც მარტა კოსთან, ასევე, ყველა შეხვედრაზე შემდეგია: - გააგრძელეთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა და გაზარდეთ ხელისუფლებაზე ზეწოლა!
ინტერპრესნიუსი

ჩემი გზავნილი, როგორც ევროკომისარ მარტა კოსთან, ასევე ყველა სხვა შეხვედრაზე შემდეგია: - გააგრძელეთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, რადგან ქართველი ხალხი ევროკავშირს ირჩევს და მათ დღეს ევროპის მხარში დგომა სჭირდება! მეორე გზავნილია - გააგრძელეთ და გაზარდეთ ხელისუფლებაზე ზეწოლა, რომელიც ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მადის და ქვეყნის კონსტიტუციას არღვევს! - ეს განცხადება “ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ბრიუსელში გააკეთა, სადაც დაკავშირებადობის მინისტერიალი მიმდინარეობს.

როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, “რომ არ გვმართავდეს ხელისუფლება, რომელიც რუსულ დაკვეთას ასრულებს“, საქართველო დღეს ბრიუსელში იქნებოდა წარმოდგენილი და იქნებოდა ევროკავშირის გაფართოების მოწინავე სახელმწიფო.

“იმის მიუხედავად, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მოწვეული და წარმოდგენილი არ არის, ვხედავთ, რამდენი ქართველია როგორც ოპოზიციის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. რა თქმა უნდა, ჩვენი არჩევანი არის ევროპა, იმის მიუხედავად, რომ დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას კონსტიტუციის დარღვევით საპირისპირო მიმართულებით მიაქანებს.

როგორც ურსულა ფონ დენ ლაიენის, ასევე ალექსანდ სტუბის გამოსვლების დროს, ძალიან ნათლად ითქვა, რომ ევროკავშირის გაფართოება ეს არის გეოპოლიტიკური პროცესი. ამიტომ უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში პროცესი დაჩქარებული ტემპით უნდა წავიდეს.

საქართველო დღეს აქ იქნებოდა წარმოდგენილი, მათ შორის იქნებოდა ევროკავშირის გაფართოების მოწინავე სახელმწიფო, რომ არ გვმართავდეს ხელისუფლება, რომელიც რუსულ დაკვეთას ასრულებს და ამ უნიკალურ შესაძლებლობას ხელოვნურად გვართმევს. დღეს მოქალაქეებმა ხელისუფლებისგან ამ პოლიტიკის სწრაფი და რადიკალური ცვლილება უნდა მოითხოვონ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირში მყარად ჩამოყალიბებული პოზიციაა, რომ “პარტიების აკრძალვის პროცესი ეს არის სპეცოპერაცია, რომელსაც რუსეთი საქართველოში, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების საშუალებით აწარმოებს.

“ეს არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების და მისი დემოკრატიული მომავლის საბოტაჟი. ამიტომ ადეკვატურია იმ პროცესის შეფასება, რაც დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის - აბსოლუტურად იზიარებენ ჩვენს ხედვას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ყველა ძირითადი პროევროპული პოლიტიკური პარტიის აკრძალვა სწორედ საკონსტიტუციო გადატრიალების მცდელობა იქნება, რადგან კონსტიტუცია ადგენს როგორც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს, ასევე ჩვენს მომავალს ევროკავშირში“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარტა კოსი საქართველოს მთავრობაზე - ჩვენ მათ ვიწვევთ, მუდმივად ვეუბნები, რომ შეუძლიათ, ჩაერთონ დაკავშირებადობის დღის წესრიგში, მაგრამ ისინი არ მოდიან და მე მადანაშაულებენ, თითქოს არ ვრთავთ პროცესში - კარგი, რა!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები