ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ლადო სადღობელაშვილი გვარამიაზე: როდესაც პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის "ურთიერთზიზღი ბუნებრივია" და "ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები", ეს სხვა არაფერია, თუ არა კონფლიქტის ხელოვნურად გაღვივებისა და ქვეყნის ახალ ომში ჩათრევის მცდელობა

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც, მისი თქმით, გვარამიამ აღნიშნა, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთზიზღი ბუნებრივია და ისინი მტრები არიან. სადღობელაშვილის შეფასებით, ეს არის ქვეყნის ახალ ომში ჩათრევისა და კონფლიქტის ხელოვნურად გაღვივების მცდელობა, ხოლო ოპოზიცია უცხოელი პატრონების დირექტივით მოქმედებს.

ლადო სადღობელაშვილი გვარამიაზე: როდესაც პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის "ურთიერთზიზღი ბუნებრივია" და "ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები", ეს სხვა არაფერია, თუ არა კონფლიქტის ხელოვნურად გაღვივებისა და ქვეყნის ახალ ომში ჩათრევის მცდელობა
ლადო სადღობელაშვილი გვარამიაზე: როდესაც პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის "ურთიერთზიზღი ბუნებრივია" და "ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები", ეს სხვა არაფერია, თუ არა კონფლიქტის ხელოვნურად გაღვივებისა და ქვეყნის ახალ ომში ჩათრევის მცდელობარუსთავი 2

ნიკა გვარამიას ბოლო განცხადება სცდება პოლიტიკურ უპასუხისმგებლობას! როდესაც პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის "ურთიერთზიზღი ბუნებრივია" და "ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები", ეს სხვა არაფერია, თუ არა კონფლიქტის ხელოვნურად გაღვივების, იარების გაღრმავებისა და ქვეყნის ახალ ომში ჩათრევის მცდელობა - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ოპოზიციის ეს ფრთა უცხოელი პატრონების დირექტივით მოქმედებს, რომელთა მთავარი მიზანიც საქართველოში მუდმივი დაძაბულობა, შუღლი და მეორე ფრონტის გახსნაა.

"- ნიკა გვარამიას ბოლო განცხადება სცდება პოლიტიკურ უპასუხისმგებლობას!

- როდესაც პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის "ურთიერთზიზღი ბუნებრივია" და "ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები", ეს სხვა არაფერია, თუ არა კონფლიქტის ხელოვნურად გაღვივების, იარების გაღრმავებისა და ქვეყნის ახალ ომში ჩათრევის მცდელობა!

- ცხადია, ვის ინტერესებში შედის კავკასიაში ცეცხლის ხელახლა დანთება და შერიგების პერსპექტივის საბოლოოდ განადგურება. ოპოზიციის ეს ფრთა უცხოელი პატრონების დირექტივით მოქმედებს, რომელთა მთავარი მიზანიც საქართველოში მუდმივი დაძაბულობა, შუღლი და მეორე ფრონტის გახსნაა.

- ხალხს სურს მშვიდობა, დიალოგი და გამთლიანება, ხოლო უცხოური ძალებისგან მართული ოპოზიცია კვლავ სისხლისღვრისა და ომის რიტორიკით საუბრობს", - წერს სადღობელაშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.