ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ნიკა გვარამია აფხაზებზე: მტრები ვართ, ამ წუთში ეს ასეა. ქართველები ვერასდროს ვიქნებით სანდო გარანტორი აფხაზებისთვის ვერაფერში

კოალიცია ცვლილებისთვის

მმართველი გუნდი ნიკა გვარამიასა და ოპოზიციის სხვა წევრების ანტიაფხაზურ განცხადებებსა და სამშვიდობო პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე საუბრობს. ნიკა გვარამიამ ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზები და ქართველები ამ წუთში მტრები არიან და ქართველები ვერასდროს იქნებიან სანდო გარანტორი აფხაზებისთვის.

ნიკა გვარამია აფხაზებზე: მტრები ვართ, ამ წუთში ეს ასეა. ქართველები ვერასდროს ვიქნებით სანდო გარანტორი აფხაზებისთვის ვერაფერში
ნიკა გვარამია აფხაზებზე: მტრები ვართ, ამ წუთში ეს ასეა. ქართველები ვერასდროს ვიქნებით სანდო გარანტორი აფხაზებისთვის ვერაფერშირუსთავი 2

ანტიაფხაზური განცხადებები სოხუმის დაცემის დღეს - მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას და ოპოზიციური პარტიების სხვა წევრების მხრიდან, სამშვიდობო პოლიტიკის და შერიგების წინააღმდეგ, მიზანმიმართული კამპანიაზე საუბრობს.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა აფხაზეთის თემაზე ამჯერად ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა, ისევ გაიმეორა, რომ აფხაზები და ქართველები მტრები არიან, მანამდე ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტრავმული მეხსიერება განვითარებას ბლოკავს, კარგი მაგალითი კი ფაშინიანია, რომელმაც ყარაბაღი დათმო.

"კი, [მტრები] ვართ. ამ წუთში ეს ასეა. ქართველები ვერასდროს ვერ ვიქნებით სანდო გარანტორი აფხაზებისთვის ვერაფერში. 30 წელია, ეს რაღაცა თეატრალური, თეატრალიზებული ტექსტები გვესმის და ეს არის სადღეგრძელო, თან - ცუდი სადღეგრძელო", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კი, [მტრები] ვართ. ამ წუთში ეს ასეა. ქართველები ვერასდროს ვერ ვიქნებით სანდო გარანტორი აფხაზებისთვის ვერაფერში. 30 წელია, ეს რაღაცა თეატრალური, თეატრალიზებული ტექსტები გვესმის და ეს არის სადღეგრძელო, თან - ცუდი სადღეგრძელო“
ნიკა გვარამია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.