,,ანუ, თუ სწორად გავიგე, “საქართველოს ეკლესიამ ყველაზე დიდი სარგებელი მაშინ მიიღო”, როდესაც ციხიდან ყოველ დღე თითო ცხედარი გამოჰქონდათ…” – გიორგი იაკობაშვილი
ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი ერთ-ერთ სასულიერო პირს მიმართავს და აკრიტიკებს მოსაზრებას, თითქოს საქართველოს ეკლესიამ ყველაზე დიდი სარგებელი წინა ხელისუფლების დროს მიიღო.

ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი:
,,ანუ, თუ სწორად გავიგე, “საქართველოს ეკლესიამ ყველაზე დიდი სარგებელი მაშინ მიიღო”, როდესაც ქვეყანაში “წესრიგს” მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა, მასტერა, მაიმუნა, ქილერა და ძმები ახალაიები ამყარებდნენ…
როდესაც ციხიდან ყოველ დღე თითო ცხედარი გამოჰქონდათ…
როდესაც შს მინისტრი ორ გვამს ითხოვდა…
და, როდესაც “მისმა პრეზიდენტმა” ქსნისა და კოდორის ხეობებს “ქვების გროვა” უწოდა, ხოლო წმინდანები ვიგინდარებად მოიხსენია (მხოლოდ წმინდა გიორგია “კაი ტიპიო”).
ეკლესიის რომელ სარგებელზე გველაპარაკებით, მეუფევ? მრევლის, უდანაშაულო ადამიანების სისხლს და ცრემლს რომელი “სარგებელი” გადაწონის?
მამული, ენა სარწმუნოებაო და… თუ მამულს და სარწმუნოებას ცალ-ცალკე განიხილავთ, გამოდის, რომ ენაც სხვადასხვა გვქონია.
ხომ ასე გამოდის?
მე თქვენ ქ ა რ თ უ ლ ა დ გეკითხებით.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…