პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამარ კეკენაძე – „ქართულმა ოცნებამ” შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაცია, პარალელურად, ყველაფერს აკეთებს, რათა არცერთი ვალდებულება არ შესრულდეს

ქართული ოცნებაგახარია საქართველოსთვისსაგარეო საქმეთა სამინისტრო

თამარ კეკენაძე აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ივანიშვილის დავალებით ევროინტეგრაცია შეაჩერა და ვალდებულებებს არ ასრულებს. ამ ფონზე, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ევროკავშირის ფორუმზე წარმომადგენელს შესაბამისი დონის მოწვევის არარსებობის გამო არ გაგზავნის.

თამარ კეკენაძე – „ქართულმა ოცნებამ” შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაცია, პარალელურად, ყველაფერს აკეთებს, რათა არცერთი ვალდებულება არ შესრულდეს
პირველი არხი

ორი წელია, „ქართულმა ოცნებამ” ივანიშვილის დავალებით შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და პარალელურად ყველაფერს აკეთებს, რათა არცერთი ვალდებულეება, რაც საქართველოს აქვს აღებული ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით, არ შესრულდეს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა, თამარ კეკენაძემ განაცხადა.

„ევროკავშირმაც, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, კიდევ ერთხელ თქვა, რომ ვიდრე „ქართული ოცნების” რეჟიმი დემოკრატიული მმართველობის საბაზისო პრინციპებს არ დაუბრუნდება და პოლიტპატიმრებს არ გამოუშვებს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დიალოგი მაღალ დონეზე არ აღდგება. როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს რეგიონს, უსაფრთხოებას და დაკავშირებადობას, „ქართული ოცნება“ ყოველთვის ამბობდა, რომ ეს სტრატეგიული რეალობა რაშიც საქართველოა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავდროულად ის პასუხი, რომ არავის გაგზავნას არ აპირბენ და საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას, ეს ნიშნავს რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ ამომრჩეველსაც ატყუებს. ატყუებს იმაში, რომ თითქოს საქართველოს ევროინტეგრაცია არ არის შეჩერებული. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ამ სტრატეგიულ პროცესებში ძალიან მაღალი როლი აქვს, სწორედ ესაა იმის გამოვლინება, რომ „ქართული ოცნების“ ქცევის მიუხედავად, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს. ეს მოპატიჟებაც იყო კიდევ ერთი გადმოდგმული ნაბიჯი „ქართული ოცნებისკენ“, თუ მათ ნამდვილად სურთ, იზრუნონ საქართველოს კეთილდღეობაზე.

„ქართული ოცნება“ ახლა ჩადგა ისეთ პოზაში, რომ ერთის მხრივ, ცდილობს გაბუტული ბავშვის მდგომარეობაში იყოს და ამბობს, რომ ვიდრე მაღალ დონეზე არ იქნება მოწვევა, ჩვენ არ ჩავალთ. მეორეს მხრივ, ცდილობს, იპარაზიტოს საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობასა და მდებარეობაზე“,- განაცხადა კეკენაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირის გაფართოების ფორუმსა და დაკავშირებადობის მინისტერიალზე საქართველოს შესაბამის დონეზე მიწვევა არ მიუღია, შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენელი მათში მონაწილეობას არ მიიღებს.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი შარაშიძე – „ოცნების“ ახალი კამპანია, თითქოს ევროპულ დედაქალაქებში დადიან, თავად მონდომებული არიან და ცუდია ევროპული ბიუროკრატია, ამომრჩევლის კიდევ ერთხელ მოტყუებას ემსახურებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები