[VIDEO] სანდროს 21 წუთი, დონჩიჩის ბრწყინვალე მატჩი და "ლეიკერსის" ზედიზედ მერვე გამარჯვება
ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ფინიქს სანსი 131:123 დაამარცხა და ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა. სანდრო მამუკელაშვილმა შეხვედრაში 21 წუთი ითამაშა, ხოლო ლუკა დონჩიჩმა 43 ქულა დააგროვა.
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "ფინიქს სანსი" 131:123 დაამარცხა და ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა.
მიუხედავად იმისა, რომ კალიფორნიელებს ტრავმის გამო ოსტინ რივზი ვერ ეხმარებოდა, "ანგელოზები" მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდნენ.
სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 21 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 2 მოხსნა, 3 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
რაც შეეხება "ლეიკერსის" ლიდერს, ლუკა დონჩიჩს, სლოვენიელმა 36 წუთში 43 ქულა, 3 მოხსნა და 9 შედეგიანი პასი დააგროვა.
"ლეიკერსი“ 14 მატჩში 12 მოგებით დასავლეთის კონფერენციის ლიდერობას "სან ანტონიოსთან" იყოფს. ჯეი ჯეი რედიკის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 18 ნოემბერს, "შარლოტ ჰორნეტსთან" გამართავს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…