ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა

NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ 127:105 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 22 წუთი გაატარა და 5 ქულასთან ერთად 4 მოხსნა მიითვალა.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის პირველ ტურში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლა და მარტივად, 127:105 დაამარცხა.

"ანგელოზების" რიგებში სანდრო მამუკელაშვილი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 22:11 წუთი გაატარა, რა დროშიც 5 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. სანდრომ 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლუკა დონჩიჩი გახდა. "ლეიკერსის" ლიდერმა 30 წუთში 28 ქულა, 8 მოხსნა, 7 ასისტი და 3 ჩაჭრა დააგროვა.

რაც შეეხება "ყვითლების" კიდევ ერთ ახალწვეულს, უოლკერ კესლერს, ამერიკელმა ცენტრმა შესანიშნავი სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. "იუტას ყოფილმა" კალათბურთელმა 30 წუთში 26 ქულა, 9 მოხსნა, 2 დაფარება და 1 შედეგიანი პასი მიითვალა.

"გოლდენ სტეიტიდან" სტეფ კარიმ 21 წუთში საკუთარ გუნდს 23 ქულა, 2 მოხსნა და 1 ასისტი შესძინა.

"ლეიკერსი" მომდევნო შეხვედრას 24 ოქტომბერს, "ლოს ანჯელეს კლიპერსის" წინააღმდეგ გამართავს, "გოლდენ სტეიტი" კი ასევე ორ დღეში "მემფის გრიზლს" დაუპირისპირდება.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
სპორტის მინისტრი ლეგენდარულ კალათბურთელს, დუაით ჰოვარდს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები