ირაკლი ღარიბაშვილს დღეს, მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გასაუბრების მიზნით ციხეში პროკურორი შეხვდება
კორუფციისთვის მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს საჯარო განცხადებებზე სასაუბროდ ციხეში პროკურორი შეხვდება; ადვოკატის თქმით, გამოძიების დაწყებისას ის ითანამშრომლებს და ჩვენების მიცემა მაგისტრატ მოსამართლესთან სურს.

კორუფციული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ციხეში პროკურორი გასაუბრების მიზნით დღეს შეხვდება.
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილ პრემიერთან პროკურორი და ადვოკატები 14:00 საათზე შევლენ.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ღარიბაშვილის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი აცხადებს, ღარიბაშვილი გამოძიების დაწყების შემთხვევაში გამოძიებასთან ითანამშრომლებს.
„გადავწყვიტეთ, რომ პროკურორი ჩვენი თანდასწრებით შეხვდება ირაკლი ღარიბაშვილს. უნდა გავერკვეთ, დაიწყო თუ არა გამოძიება. თუკი, გამოძიება დაწყებულია, ის მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმების ფარგლებში. მისი სურვილია ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცეს.
არაერთი განცხადება გავრცელდა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიური და მორალური ზემოქმედების ფაქტს შეეხებოდა, რომელიც ჩვენი სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად წამებასთან არის გათანაბრებული“, – განაცხადა ბარათაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…