პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურში გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო, რომლითაც სოფელ ზანაქიძეებსა და ორთაბათუმი-მასაურას მიმართულებით ასფალტის საფარი იგება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო
იმედინიუსი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ედნარ ნატარიძესთან და ხელვაჩაურის მერთან ზაზა დიასამიძესთან ერთად გაეცნო.

სამუშაოების დათვალიერებისას, მთავრობის თავმჯდომარე ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა და მოისმინა მათი მოსაზრებები.

„საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება მოსახლეობის ყოველდღიურ საჭიროებებს ემსახურება და მნიშვნელოვანია როგორც უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის, ისე სოფლების განვითარებისთვის.ჩვენ გავაგრძელებთ რეგიონის მასშტაბით ყველა მნიშვნელოვანი და ადგილობრივი მოსახლეობების საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებას და ასევე, ახალი მიმართულებებით სამუშაოების დაგეგმვას, რათა ყველა სოფლის მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა შეუფერხებლად ისარგებლოს გამართული საკომუნიკაციო საშუალებებით“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

სოფელ ზანაქიძეებში 2-კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის ბოლო ფენა იგება. პროექტის ფარგლებში უკვე აშენებულია დამცავი ხელოვნური ნაგებობა და მოწყობილია სანიაღვრე არხები, რომლებიც გზიდან ზედაპირული წყლების გადინებას უზრუნველყოფს. აღნიშნული გზა ზედა ახალშენს სოფელ ხეღრუსთან დააკავშირებს და რეაბილიტირებული გზით 200 ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს.

პარალელურად, ორთაბათუმი-მასაურას მიმართულებით დასკვნით ეტაპზეა 1,5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია. ამ მონაკვეთზეც ასფალტ-ბეტონის საფარის ბოლო ფენის დაგება მიმდინარეობს.

პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზაზა შავაძემ მიაწოდა. სამუშაოებს ასევე გაეცნენ აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები