პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. სოფელ ზანაქიძეებსა და ორთაბათუმი-მასაურას მონაკვეთებზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება დასკვნით ეტაპზეა.

ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო
რუსთავი 2

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ედნარ ნატარიძესთან და ხელვაჩაურის მერთან ზაზა დიასამიძესთან ერთად გაეცნო.

სამუშაოების დათვალიერებისას, მთავრობის თავმჯდომარე ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა და მოისმინა მათი მოსაზრებები.

"საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება მოსახლეობის ყოველდღიურ საჭიროებებს ემსახურება და მნიშვნელოვანია როგორც უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის, ისე სოფლების განვითარებისთვის.ჩვენ გავაგრძელებთ რეგიონის მასშტაბით ყველა მნიშვნელოვანი და ადგილობრივი მოსახლეობების საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებას და ასევე, ახალი მიმართულებებით სამუშაოების დაგეგმვას, რათა ყველა სოფლის მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა შეუფერხებლად ისარგებლოს გამართული საკომუნიკაციო საშუალებებით", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

სოფელ ზანაქიძეებში 2-კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის ბოლო ფენა იგება. პროექტის ფარგლებში უკვე აშენებულია დამცავი ხელოვნური ნაგებობა და მოწყობილია სანიაღვრე არხები, რომლებიც გზიდან ზედაპირული წყლების გადინებას უზრუნველყოფს. აღნიშნული გზა ზედა ახალშენს სოფელ ხეღრუსთან დააკავშირებს და რეაბილიტირებული გზით 200 ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს.

პარალელურად, ორთაბათუმი-მასაურას მიმართულებით დასკვნით ეტაპზეა 1,5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია. ამ მონაკვეთზეც ასფალტ-ბეტონის საფარის ბოლო ფენის დაგება მიმდინარეობს.

პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზაზა შავაძემ მიაწოდა. სამუშაოებს ასევე გაეცნენ აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზურაბ პატარაძე: მოსახლეობაზე ზრუნვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. დღეს 121 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელ ფართს გადავცემთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები