პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჩინეთში, ღვინის სფეროს პრესტიჟულ გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელმა 19-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა

შანხაიში გამართულ ღვინის საერთაშორისო გამოფენაში „პროვეინ შანხაი“ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით 19 ქართული კომპანია მონაწილეობდა.

ჩინეთში, ღვინის სფეროს პრესტიჟულ გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელმა 19-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა
რუსთავი 2

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში, ღვინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაში პროვეინ შანხაი, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებელი 19 კომპანია მონაწილეობდა.

გამოფენის ფარგლებში, სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია "მეიბურგ ვაინ მედიას" ორგანიზებით, ასევე გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაციები ქვევრის ღვინის ისტორიის, კულტურისა და ტექნოლოგიის შესახებ.

გამოფენას ტრადიციულად, 100 000-მდე ვიზიტორი ესწრება, რაც ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს მოიძიონ საქმიანი პარტნიორები და გაზარდონ ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე.

ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, ბოლო წლების განმავლობაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის მარკეტინგულ კამპანიას.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ჩინეთი მყარად დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
შანხაიში საერთაშორისო სიმპოზიუმი ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ ტექნოლოგიას დაეთმოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები