პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მშვიდობის და ეკონომიკური კურსის განვითარების შედეგია 2027 წლის ბიუჯეტი, რომელიც შემოსულია საქართველოს პარლამენტში - რიმა ბერაძე

საქართველოს პარლამენტიქართული ოცნება

რიმა ბერაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული მშვიდობისა და ეკონომიკური ზრდის შედეგია ბიუჯეტის 1-მილიარდიანი მატება, რომელიც განათლებას, ჯანდაცვასა და სოციალურ პროგრამებს მოხმარდება.

მშვიდობის და ეკონომიკური კურსის განვითარების შედეგია 2027 წლის ბიუჯეტი, რომელიც შემოსულია საქართველოს პარლამენტში - რიმა ბერაძე
რუსთავი 2

საქართველოს ხელისუფლების სწორი ეკონომიკური და სამშვიდობო პოლიტიკის კიდევ ერთ დასტურად აფასებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო მონაცემებს მმართველ გუნდში.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, მყარი პოზიციისა და სწორი ფისკალური ნაბიჯების შედეგი მაკრო-ეკონომიკურ მაჩვენებლებზე პირდაპირ აისახება.

"ჩვენ ქვეყანაში არის მშვიდობა და ამის შედეგად არის სწორედ ეკონომიკური წინსვლა და ის მაჩვენებელი, რომელიც გააჩნია ჩვენს ქვეყანას. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ სწორედ ამ მშვიდობის და ეკონომიკური კურსის განვითარების შედეგია 2027 წლის ბიუჯეტი, რომელიც შემოსულია საქართველოს პარლამენტში და სწორედ ეკონომიკური ზრდის შედეგია, ის ერთ მილიარდიანი ზრდა, რომელიც მოხმარდება განათლებას, ჯანდაცვას და სხვადასხვა სოციალურ პროგრამებს. რა თქმა უნდა, ჩვენ აღვნიშნავთ იმას, რომ ეს არის სწორედ ჩვენი საზოგადოების დაკვეთა," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, 2 დღის წინ, საქართველოში მუშაობის დასრულების შემდეგ, ანგარიში წარმოადგინა. ორგანიზაციის პროგნოზით, წელს ქვეყნის ეკონომიკა 7 პროცენტზე მეტით, მომავალ წელს კი თითქმის 6 პროცენტით გაიზრდება. ფონდი საქართველოს ეკონომიკას მყარად აფასებს და აღნიშნავს, რომ მცირდება ბიუჯეტის დეფიციტი და საგარეო ვალი, სავალუტო რეზერვები კი იზრდება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის 7,2 პროცენტით ზრდას ელის, მომავალ წელს კი 5,7 პროცენტითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები