პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქართული ღვინის კომპანიები ჰონგ-კონგის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდნენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ჰონგ-კონგის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის მწარმოებელი ცხრა კომპანია მონაწილეობდა.

ქართული ღვინის კომპანიები ჰონგ-კონგის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდნენ
იმედინიუსი

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ჰონგ-კონგში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „HKTDC Hong Kong International Wine & Spirits Fair 2026“ ქართული ღვინის მწარმოებელი ცხრა კომპანია მონაწილეობდა.

"HKTDC Hong Kong International Wine & Spirits Fair" აზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოფენაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს, იმპორტიორებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს.

აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა ქართული ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო პროფესიულ აუდიტორიას გააცნონ ქართული ღვინო, დაამყარონ ახალი საქმიანი ურთიერთობები და გააძლიერონ საექსპორტო პოზიციები აზიის ბაზარზე.

რიგით მე-18 გამოფენაში "HKTDC Hong Kong International Wine & Spirits Fair" წელს მსოფლიოს 25-მდე ქვეყნის 600-ზე მეტი მწარმოებელი მონაწილეობდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს ამერიკის, ევროპის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოქართული ღვინის კომპანიები ჰონგ-კონგის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდნენ
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ჟენ ხუნგპინი: ჩვენს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო გამოფენებზე უკვე მეორე წელია წარმოდგენილია მსოფლიოში ცნობილი ქართული ღვინო და სხვა გამორჩეული, კონკურენტუნარიანი პროდუქტები, კავკასიის უნიკალური გემო და ქართული პროდუქცია სულ უფრო მეტი ჩინელი მომხმარებლისთვის ხდება ცნობილი და საყვარელიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები