ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბანზე ტყის აღდგენის ღონისძიებები ჯამში 118 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა ქვემო ქართლის რეგიონში, წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბანზე ტყის აღდგენის პროექტი მოინახულა. სოფელ ახალშენის მიმდებარედ 12 ჰექტარზე 24 250 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგა, ხოლო მთლიანად უბანზე აღდგენითი ღონისძიებები 118 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს.

წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბანზე ტყის აღდგენის ღონისძიებები ჯამში 118 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს
წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბანზე ტყის აღდგენის ღონისძიებები ჯამში 118 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობსრუსთავი 2

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში, წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბანზე, ტყის აღდგენის პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

სოფელ ახალშენის მიმდებარედ, 12 ჰექტარ ფართობზე, სადაც წარსულში ინტენსიური ჭრისა და საქონლის ძოვების შედეგად ტყის საფარი მნიშვნელოვნად იყო დეგრადირებული, ტყის აღდგენის კომპლექსური პროექტის ფარგლებში 24 250 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.

ამ ეტაპზე, წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბანზე, ტყის აღდგენის ღონისძიებები ჯამში 118 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს.

"სატყეო სექტორის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დეგრადირებული ტყეების აღდგენაა. შესაბამისად, ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად ზრდის ტყის აღდგენის ღონისძიებების მასშტაბებს, რაც, მათ შორის, ბუნებრივი განახლების ხელშეწყობასაც გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებიც. აღნიშნული ღონისძიებების ერთობლიობა ხელს უწყობს ქვეყნის ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას და, საბოლოო ჯამში, სატყეო რეფორმის წარმატებით განხორციელებას," - განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

ეროვნული სატყეო სააგენტო 2026 წლის ბოლომდე ტყის აღდგენის ღონისძიებებს ქვეყნის 9 რეგიონში, 2 600 ჰექტრამდე ფართობზე განახორციელებს. გრძელვადიანი გეგმის მიხედვით, 2031 წლისთვის ტყის აღდგენის ღონისძიებები ჯამში 51 000 ჰექტრამდე ფართობზე იქნება განხორციელებული.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სატყეო სექტორის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დეგრადირებული ტყეების აღდგენაა. შესაბამისად, ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად ზრდის ტყის აღდგენის ღონისძიებების მასშტაბებს, რაც, მათ შორის, ბუნებრივი განახლების ხელშეწყობასაც გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებიც. აღნიშნული ღონისძიებების ერთობლიობა ხელს უწყობს ქვეყნის ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას და, საბოლოო ჯამში, სატყეო რეფორმის წარმატებით განხორციელებას,“
ბესიკ ამირანაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ტყიბულის სატყეო უბანზე დეგრადირებული ტყის აღდგენის პროექტი განხორციელდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები