პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეროვნული სატყეო სააგენტო კახეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებებს ახორციელებს

კახეთში, წნორისა და ჭიაურის სატყეო უბნებზე, 727 ჰექტარზე ტყის აღდგენის ფარგლებში 31 050 მუხისა და იფანის ნერგი დაირგვება, იუწყება ეროვნული სატყეო სააგენტო.

ეროვნული სატყეო სააგენტო კახეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებებს ახორციელებს
იმედინიუსი

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი კახეთის რეგიონში ტყის აღდგენის პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

სააგენტოს ინიციატივით, წნორისა და ჭიაურის სატყეო უბნებზე, ჭალის ტყეში, ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებები 727 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, კომპლექსურ ღონისძიებებთან ერთად, ტერიტორიაზე ჯამში 31 050 მუხისა და იფანის ნერგი დაირგვება.

„ტყის ეკოსისტემების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები, სანიტარიული ჭრები და ინვენტარიზაციის სამუშაოები. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პროექტი მიმართული იყოს მაღალი ეკოლოგიური ღირებულების მქონე ტყის ეკოსისტემების აღდგენის, გაუმჯობესებისა და შენარჩუნებისკენ. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით მიმდინარე პროექტებს, რათა სამუშაოები დაგეგმილი მიზნებისა და სტანდარტების შესაბამისად განხორციელდეს“, - აღნიშნა ბესიკ ამირანაშვილმა.

ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად ზრდის დეგრადირებული ტყეების აღდგენის ღონისძიებების მასშტაბებს. ათწლიანი სტრატეგიის შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით ტყის აღდგენის ღონისძიებები ჯამში 51 000 ჰექტარ ფართობზე განხორციელდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოწნორისა და ჭიაურის სატყეო უბნებზე, ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებები 727 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ტყის ეკოსისტემების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები, სანიტარიული ჭრები და ინვენტარიზაციის სამუშაოები. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პროექტი მიმართული იყოს მაღალი ეკოლოგიური ღირებულების მქონე ტყის ეკოსისტემების აღდგენის, გაუმჯობესებისა და შენარჩუნებისკენ. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით მიმდინარე პროექტებს, რათა სამუშაოები დაგეგმილი მიზნებისა და სტანდარტების შესაბამისად განხორციელდეს“
ბესიკ ამირანაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
წნორისა და ჭიაურის სატყეო უბნებზე, ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებები 727 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები