პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სტაბილურმა გარემომ და ხანგრძლივმა მშვიდობიანმა პერიოდმა ეკონომიკური განვითარების კუთხით თავისი დადებითი შედეგი გამოიღო, რასაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევებიც ადასტურებს - გიორგი სოსიაშვილი

დეპუტატ გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევები ადასტურებს, რომ სტაბილურმა გარემომ და სწორმა პოლიტიკამ ქვეყანას ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპი მოუტანა.

სტაბილურმა გარემომ და ხანგრძლივმა მშვიდობიანმა პერიოდმა ეკონომიკური განვითარების კუთხით თავისი დადებითი შედეგი გამოიღო, რასაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევებიც ადასტურებს - გიორგი სოსიაშვილი
რუსთავი 2

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები, სახელისუფლებო გუნდის განცხადებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რთულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, საქართველო სწორ პოლიტიკას ატარებს, როგორც მშვიდობის შენარჩუნების, ასევე ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის კუთხით, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც აისახება და ამას საერთაშორისო ინსტიტუტების მონაცემებიც მოწმობს.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, სტაბილურმა გარემომ და ხანგრძლივმა მშვიდობიანმა პერიოდმა ეკონომიკური განვითარების კუთხით თავისი დადებითი შედეგი გამოიღო.

"ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ სტაბილურმა გარემომ და ხანგრძლივმა მშვიდობიანმა პერიოდმა თავისი დადებითი შედეგი გამოიღო. საუბარი მაქვს ეკონომიკურ განვითარებაზე, რომელიც დღითიდღე სახეზეა და ვითარდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ამას აღიარებს ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევა, ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია და, მათ შორის, სავალუტო ფონდის ბოლო კვლევებმაც სწორედ ეს აჩვენა, რომ, მიუხედავად ამ გეოპოლიტიკური რთული რყევებისა და არამდგრადი სიტუაციისა, ვინარჩუნებთ, სწორი პოლიტიკით, სწორი ნავიგაციით ამ ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან ტემპს, რომელიც აუცილებლად აისახება თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობაზე", - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება, სწორი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, დივერსიფიცირებული ეკონომიკური ბაზრები - ამ ტურბულენტურ, რთულ გარემოში სწორედ ეს იწვევს საქართველოს ეკონომიკურ წარმატებას - დავით მათიკაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები