პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზურაბ რურუა: ვფიქრობ, სარჩელი დახუნძლულია ფაქტებით, არგუმენტებით და იმედი მაქვს, გადაწყვეტილება იქნება ჩვენ სასარგებლოდ

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობასაქართველოს პარლამენტი

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობის განხილვა გრძელდება, დეპუტატ ზურაბ რურუას მტკიცებით კი, მათი სარჩელი ფაქტებითა და არგუმენტებით დახუნძლულია.

ზურაბ რურუა: ვფიქრობ, სარჩელი დახუნძლულია ფაქტებით, არგუმენტებით და იმედი მაქვს, გადაწყვეტილება იქნება ჩვენ სასარგებლოდ
რუსთავი 2

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს 5 პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხის განხილვა გრძელდება. პროცესი ამჯერადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაივლის.

საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, მათ მიერ სარჩელი შეტანილია არა ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიების, არამედ იმ გარკვეული ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში არიან გაერთიანებული. ამის მაგალითად კი, მმართველ გუნდს არაერთი რევოლუციური მცდელობა და ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდი მოჰყავს.

"ბევრჯერ გვინახავს აქამდეც აქციებზე, როგორ იგეგმებოდა კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ხელისუფლების გადატრიალება. ასევე, ვნახეთ, ისეთი ფაქტები, რომელიც საგამოძიებო კომისიაზე იყო წარმოთქმული, ის 9-წლიანი მმართველობა ამ რეჟიმის მხრიდან. ამიტომ, ვფიქრობ, რომ [სარჩელი] დახუნძლულია ფაქტებით, არგუმენტებით და იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილება იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ სასარგებლოდ," - განაცხადა პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ რურუამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობო5 პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღესაც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სურვილი გვაქვს ერთი, ეს აგენტურა უნდა მოსცილდეს ქართულ პოლიტიკურ ველს - ირაკლი კირცხალია ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები