სურვილი გვაქვს ერთი, ეს აგენტურა უნდა მოსცილდეს ქართულ პოლიტიკურ ველს - ირაკლი კირცხალია ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობაზე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის გამარჯვება ქართველი ხალხის გამარჯვება იქნება და მიზანი პოლიტიკური ველიდან „აგენტურის“ მოცილებაა.

"ჩვენი სარჩელის გამარჯვება საკონსტიტუციო სასამართლოში პირდაპირპროპორციულად ნიშნავს საქართველოსა და ქართველი ხალხის გამარჯვებას", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობობაზე საუბრისას განაცხადა.
"სურვილი გვაქვს ერთი - ეს აგენტურა უნდა მოცილდეს ქართულ პოლიტიკურ ველს.
ჩვენი სარჩელის გამარჯვება საკონსტიტუციო სასამართლოში პირდაპირპროპორციულად ნიშნავს საქართველოსა და ქართველი ხალხის გამარჯვებას, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში არ იყოს პოლიტიკოსებად წოდებული აგენტურა, რომელიც მინიმუმ არ შეიმჩნევს ისეთ უმნიშვნელოვანეს უმნიშვნელოვანეს ვიზიტს, როგორიც იყო ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა", - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა ხვალ - 10 ნოემბრის 12:00 საათზე გაგრძელდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაციტატები სტატიიდან
„ჩვენი სარჩელის გამარჯვება საკონსტიტუციო სასამართლოში პირდაპირპროპორციულად ნიშნავს საქართველოსა და ქართველი ხალხის გამარჯვებას“
„სურვილი გვაქვს ერთი - ეს აგენტურა უნდა მოცილდეს ქართულ პოლიტიკურ ველს. ჩვენი სარჩელის გამარჯვება საკონსტიტუციო სასამართლოში პირდაპირპროპორციულად ნიშნავს საქართველოსა და ქართველი ხალხის გამარჯვებას, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში არ იყოს პოლიტიკოსებად წოდებული აგენტურა, რომელიც მინიმუმ არ შეიმჩნევს ისეთ უმნიშვნელოვანეს უმნიშვნელოვანეს ვიზიტს, როგორიც იყო ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…