საზოგადოება · 21 სექტემბერი, 10:43
ბათუმში დააკავეს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი
აჭარაში პოლიციამ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა, რომელიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა. შსს-ს ცნობით, დაკავებულის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

აჭარაში პოლიციამ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა.
შს სამინისტროს ცნობით, დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა.
ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.
„დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – წერს შსს.
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…