საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით სიცრუის კამპანია იქამდე მივიდა, რომ წვიმიან ამინდში გადაღებული გარე ტერიტორია შიდა სივრცედ იქნა წარმოჩენილი და შემდგომ „წუხილით“ აღნიშნული, რომ დროებითი გადახურვის კონსტრუქცია კომპლექსს ვერ იცავს წყლის ინფილტრაციისგან
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მტკიცებით, გელათთან დაკავშირებით სიცრუის კამპანია მიმდინარეობს, სადაც წვიმისას გადაღებული გარე ტერიტორია შიდა სივრცედ გაასაღეს. უწყება აცხადებს, რომ ტაძარი ნალექისგან სრულად დაცულია.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით არასწორი და გარკვეულ შემთხვევებში აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო, - ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყებს ცნობით, სიცრუის მიზანმიმართული ტირაჟირება საზოგადოებაში ყველა იმ უწყების, ქართველი და უცხოელი მეცნიერის, დარგის სპეციალისტის და სხვა ჩართული მხარის დისკრედიტაციას ემსახურება, რომელიც ქვეყანაში ძეგლთა დაცვის და კონსერვაციის სფეროში მუშაობს.
„გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით სიცრუის კამპანია იქამდე მივიდა, რომ წვიმიან ამინდში გადაღებული გარე ტერიტორია შიდა სივრცედ იქნა წარმოჩენილი და შემდგომ „წუხილით“ აღნიშნული, რომ დროებითი გადახურვის კონსტრუქცია კომპლექსს ვერ იცავს წყლის ინფილტრაციისგან.
მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის რეკომენდაციით, მსოფლიოში მოწინავე გერმანული კომპანიის „ლეიერისა“ (Layher) და ქართველი არქიტექტორების ერთობლივი მუშაობის შედეგად, სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარი უნიკალური საინჟინრო კონსტრუქციის მქონე დროებითი სახურავითაა აღჭურვილი, რაც ძეგლს ატმოსფერული ნალექებისგან სრულად იცავს. დაცულია ტაძრის მხატვრობა და უნიკალური მოზაიკა.
ტაძრის მუდმივი გადახურვის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. 2027 წლის ბოლოს დროებითი სახურავი მოიხსნება. ტაძრის შიდა და არა გარე სივრცე, სრულად არის და იქნება დაცული ყველა ტიპის ნალექისგან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაგელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით არასწორი და, გარკვეულ შემთხვევებში, აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო - გელათის ტაძრის მუდმივი გადახურვის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, 2027 წლის ბოლოს, დროებითი სახურავი მოიხსნება - შიდა და არა გარე სივრცე, სრულად არის და იქნება დაცული ნალექისგან
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…