პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით არასწორი და, გარკვეულ შემთხვევებში, აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო და სპეციალისტების დისკრედიტაციას ემსახურება.

გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით არასწორი და, გარკვეულ შემთხვევებში, აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო
რუსთავი 2

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გელათის გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მონასტერთან დაკავშირებით არასწორი და, გარკვეულ შემთხვევებში, აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო.

სააგენტოს ინფორმაციით, სიცრუის მიზანმიმართული ტირაჟირება საზოგადოებაში ყველა იმ უწყების, ქართველი და უცხოელი მეცნიერის, დარგის სპეციალისტის და სხვა ჩართული მხარის დისკრედიტაციას ემსახურება, ვინც ქვეყანაში ძეგლთა დაცვის და კონსერვაციის მიმართულებით მუშაობს.

"კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით არასწორი და გარკვეულ შემთხვევებში აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო.

სიცრუის მიზანმიმართული ტირაჟირება საზოგადოებაში ყველა იმ უწყების, ქართველი და უცხოელი მეცნიერის, დარგის სპეციალისტის და სხვა ჩართული მხარის დისკრედიტაციას ემსახურება, ვინც ქვეყანაში ძეგლთა დაცვის და კონსერვაციის მიმართულებით მუშაობს.

გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით სიცრუის კამპანია იქამდე მივიდა, რომ წვიმიან ამინდში გადაღებული გარე ტერიტორია შიდა სივრცედ იქნა წარმოჩენილი და შემდგომ "წუხილით" აღნიშნული, რომ დროებითი გადახურვის კონსტრუქცია კომპლექსს ვერ იცავს წყლის ინფილტრაციისგან.

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის რეკომენდაციით, მსოფლიოში მოწინავე გერმანული კომპანიის "ლეიერისა" (Layher) და ქართველი არქიტექტორების ერთობლივი მუშაობის შედეგად, სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარი უნიკალური საინჟინრო კონსტრუქციის მქონე დროებითი სახურავითაა აღჭურვილი, რაც ძეგლს ატმოსფერული ნალექებისგან სრულად იცავს. დაცულია ტაძრის მხატვრობა და უნიკალური მოზაიკა.

ტაძრის მუდმივი გადახურვის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 2027 წლის ბოლოს, დროებითი სახურავი მოიხსნება. ტაძრის შიდა და არა გარე სივრცე, სრულად არის და იქნება დაცული ყველა ტიპის ნალექისგან", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო - გელათის ტაძრის მუდმივი გადახურვის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, 2027 წლის ბოლოს, დროებითი სახურავი მოიხსნება - შიდა და არა გარე სივრცე, სრულად არის და იქნება დაცული ნალექისგან
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით სიცრუის კამპანია იქამდე მივიდა, რომ წვიმიან ამინდში გადაღებული გარე ტერიტორია შიდა სივრცედ იქნა წარმოჩენილი და შემდგომ „წუხილით“ აღნიშნული, რომ დროებითი გადახურვის კონსტრუქცია კომპლექსს ვერ იცავს წყლის ინფილტრაციისგან
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით სიცრუის კამპანია იქამდე მივიდა, რომ წვიმიან ამინდში გადაღებული გარე ტერიტორია შიდა სივრცედ იქნა წარმოჩენილი და შემდგომ „წუხილით“ აღნიშნული, რომ დროებითი გადახურვის კონსტრუქცია კომპლექსს ვერ იცავს წყლის ინფილტრაციისგანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები