პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო - გელათის ტაძრის მუდმივი გადახურვის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, 2027 წლის ბოლოს, დროებითი სახურავი მოიხსნება - შიდა და არა გარე სივრცე, სრულად არის და იქნება დაცული ნალექისგან

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აცხადებს, რომ გელათის ტაძრის მუდმივი გადახურვა ინტენსიურად მიმდინარეობს და დროებითი სახურავი 2027 წლის ბოლოს მოიხსნება, გავრცელებული ცნობები კი დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო - გელათის ტაძრის მუდმივი გადახურვის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, 2027 წლის ბოლოს, დროებითი სახურავი მოიხსნება - შიდა და არა გარე სივრცე, სრულად არის და იქნება დაცული ნალექისგან
ინტერპრესნიუსი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარი უნიკალური საინჟინრო კონსტრუქციის მქონე დროებითი სახურავითაა აღჭურვილი, რაც ძეგლს ატმოსფერული ნალექებისგან სრულად იცავს. დაცულია ტაძრის მხატვრობა და უნიკალური მოზაიკა.

სააგენტოს თანახმად, სიცრუე გავრცელებული ცნობები კომპლექსთან დაკავშირები, გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით და კამპანია იქამდე მივიდა, რომ წვიმიან ამინდში გადაღებული გარე ტერიტორია შიდა სივრცედ იქნა წარმოჩენილი და შემდგომ „წუხილით” აღნიშნული, რომ დროებითი გადახურვის კონსტრუქცია კომპლექსს ვერ იცავს წყლის ინფილტრაციისგან.

"კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით არასწორი და გარკვეულ შემთხვევებში აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო.

სიცრუის მიზანმიმართული ტირაჟირება საზოგადოებაში ყველა იმ უწყების, ქართველი და უცხოელი მეცნიერის, დარგის სპეციალისტის და სხვა ჩართული მხარის დისკრედიტაციას ემსახურება, ვინც ქვეყანაში ძეგლთა დაცვის და კონსერვაციის მიმართულებით მუშაობს.

გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით სიცრუის კამპანია იქამდე მივიდა, რომ წვიმიან ამინდში გადაღებული გარე ტერიტორია შიდა სივრცედ იქნა წარმოჩენილი და შემდგომ „წუხილით” აღნიშნული, რომ დროებითი გადახურვის კონსტრუქცია კომპლექსს ვერ იცავს წყლის ინფილტრაციისგან.

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის რეკომენდაციით, მსოფლიოში მოწინავე გერმანული კომპანიის „ლეიერისა“ (Layher) და ქართველი არქიტექტორების ერთობლივი მუშაობის შედეგად, სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარი უნიკალური საინჟინრო კონსტრუქციის მქონე დროებითი სახურავითაა აღჭურვილი, რაც ძეგლს ატმოსფერული ნალექებისგან სრულად იცავს. დაცულია ტაძრის მხატვრობა და უნიკალური მოზაიკა.

ტაძრის მუდმივი გადახურვის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 2027 წლის ბოლოს, დროებითი სახურავი მოიხსნება. ტაძრის შიდა და არა გარე სივრცე, სრულად არის და იქნება დაცული ყველა ტიპის ნალექისგან", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოგელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით არასწორი და, გარკვეულ შემთხვევებში, აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით სიცრუის კამპანია იქამდე მივიდა, რომ წვიმიან ამინდში გადაღებული გარე ტერიტორია შიდა სივრცედ იქნა წარმოჩენილი და შემდგომ „წუხილით“ აღნიშნული, რომ დროებითი გადახურვის კონსტრუქცია კომპლექსს ვერ იცავს წყლის ინფილტრაციისგან
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით სიცრუის კამპანია იქამდე მივიდა, რომ წვიმიან ამინდში გადაღებული გარე ტერიტორია შიდა სივრცედ იქნა წარმოჩენილი და შემდგომ „წუხილით“ აღნიშნული, რომ დროებითი გადახურვის კონსტრუქცია კომპლექსს ვერ იცავს წყლის ინფილტრაციისგანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები