კულტურის მინისტრი გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
კულტურის მინისტრი გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო; მისი განცხადებით, საპატრიარქოს, სახელმწიფოსა და ექსპერტების ერთობლივი მუშაობის შედეგად ტაძრის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

კულტურის მინისტრს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამა კირიონმა გააცნო.
ტაძრის სტრუქტურებისა და გარემო პირობების მუდმივი მონიტორინგი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. პირველადი გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები შესრულებულია.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საპატრიარქოს, სახელმწიფოს, საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობის შედეგად, გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია.
წლების განმავლობაში ტაძარს წყალი და ნესტი აზიანებდა. დღეს მას ერთიანი დროებითი გადახურვა და დროებითი სადრენაჟო სისტემა იცავს, მხატვრობის ყველა კრიტიკული უბანი კი გამაგრებულია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაგელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია - მაია ბითაძე
მაია ბითაძე: საპატრიარქოს, სახელმწიფოს, საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობის შედეგად, გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია
მაია ბითაძე: „საპატრიარქოს, სახელმწიფოს, საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობის შედეგად, გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…