სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
უნგრეთის ნაკრების კაპიტანმა დომინიკ სობოსლაიმ განაცხადა, რომ ტრავმის გამო საქართველოსთან მატჩში მონაწილეობა საეჭვო იყო. ფეხბურთელის თქმით, მან ტკივილის მიუხედავად გუნდის გამო არ დატოვა მოედანი და შეხვედრაში ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ტრავმის გამო ერთა ლიგაზე უნგრეთის ნაკრების ნახევარმცველის დომინიკ სობოსლაის საქართველოს ეროვნულ გუნდთან მატჩში მონაწილეობა საეჭვო იყო, თუმცა მან შეუცვლელად ითამაშა და შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„მოთელვაზე ბურთზე შეხებისას ტკივილი ვიგრძენი და ახლოს ვიყავი იმასთან, რომ არ მეთამაშა, მაგრამ რადგან ამხელა გზა გამოვიარე, გუნდს ვერ დავაღალატებდი. მოედანზე გავედი და შევეცადე მაქსიმალურად დავხმარებოდი ნაკრებს“, - ციტირებს სობოსლაის Liverpool Echo.
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ფრთხილად თამაშობდა, მადიართა კაპიტანმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…