პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლიტიკური პარტიის „სოციალური დემოკრატიისთვის“ სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლოიუსტიციის სამინისტრო

თბილისში ახალი პოლიტიკური პარტიის, „სოციალური დემოკრატიისთვის“ სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა. მისმა წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ავტორიტარული პოლიტიკისა და შესაძლო აკრძალვის საფრთხის მიუხედავად, პარტია ყველაფრისთვის მზად არის.

პოლიტიკური პარტიის „სოციალური დემოკრატიისთვის“ სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა
ინტერპრესნიუსი

თბილისში, ახალი პოლიტიკური პარტიის - „სოციალური დემოკრატიისთვის“ სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა.

როგორც პარტიის წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, ქვეყანაში ოპოზიციის მიმართ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გათვალისწინებით, ახალი პარტია ყველაფრისთვის მზად არის.

„ოცნება“, როგორც ავტორიტარული ძალა, ყველა ალტერნატივას ებრძვის ყველა იმ საშუალებით, რომელიც მის ხელთ არის. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ექნება პრეცედენტული ძალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი სხვა პარტია, რომელიც, ვთქვათ, არ აღიარებს „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ რეჟიმს, მის მიერ ჩატარებული არჩევნების სამართლიანობას და ა.შ. ასევე გამოცხადდება არაკონსტიტუციურად. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი დემოკრატიული პარტია ასე მოიქცევა და საფრთხის ქვეშ აყენებს ყველა მათგანს, მათ შორის ჩვენც, ამიტომ ჩვენ არ გამოვრიცხავთ არაფერს, თუმცა ყველაფრისთვის მზად ვართ’’, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

პოლიტიკურ ორგანიზაციას ერთი თვის ვადა აქვს იმისთვის, რომ იუსტიციის სამინისტროში განცხადება შეიტანონ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ფორმულაოპოზიციურიპარტიის "სოციალური დემოკრატიისთვის" სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სასტუმრო "მერიოტში" ახალი პოლიტიკური პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები