პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პარტიის "სოციალური დემოკრატიისთვის" სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა

იუსტიციის სამინისტროსაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

ახალი პოლიტიკური პარტიის „სოციალური დემოკრატიისთვის“ სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა, სადაც წესდება დაამტკიცეს და მმართველი 16 პირი აირჩიეს. პარტიის წევრ ვახუშტი მენაბდის თქმით, „ქართული ოცნება“ ყველა ალტერნატივას ებრძვის და ნებისმიერი დემოკრატიული პარტია საფრთხის ქვეშ დგას.

პარტიის "სოციალური დემოკრატიისთვის" სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა
ფორმულა

ახალი პოლიტიკური პარტიის "სოციალური დემოკრატიისთვის" სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა.

ყრილობის წევრებმა საერთო კრებით აირჩიეს 16 ადამიანი, რომლებიც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში უზრუნველყოფენ მოძრაობის მართვასა და საქმიანობას. ასევე დაამტკიცეს პარტიის წესდება.

პარტია აერთიანებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, ასევე სტუდენტებს და ემიგრანტებს.

პოლიტიკურ ორგანიზაციას ერთი თვის ვადა აქვს იმისთვის, რომ იუსტიციის სამინისტროში განცხადება შეიტანონ.

"ოცნება, როგორც ავტორიტარული ძალა, ყველა ალტერნატივას ებრძვის ყველა იმ საშუალებით, რომელიც მის ხელთ არის. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ექნება პრეცედენტული ძალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი სხვა პარტია, რომელიც, ვთქვათ, არ აღიარებს "ქართული ოცნების" ავტორიტარულ რეჟიმს, მის მიერ ჩატარებული არჩევნების სამართლიანობას და ა.შ. ასევე გამოცხადდება არაკონსტიტუციურად. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი დემოკრატიული პარტია ასე მოიქცევა და საფრთხის ქვეშ აყენებს ყველა მათგანს, მათ შორის ჩვენც, ამიტომ ჩვენ არ გამოვრიცხავთ არაფერს, თუმცა ყველაფრისთვის მზად ვართ", - თქვა პარტიის წევრმა ვახუშტი მენაბდემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპოლიტიკური პარტიის „სოციალური დემოკრატიისთვის“ სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სასტუმრო "მერიოტში" ახალი პოლიტიკური პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები