პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფოთში თავისუფალი შეკრების ადგილი – „ლიმენა“ დახურვის საფრთხის წინაშეა

საქართველოს პარლამენტი

ფოთში თავისუფალი სივრცე კაფე „ლიმენა“ საგრანტო დაფინანსების შეწყვეტისა და იჯარის დავალიანების გამო დახურვის საფრთხის წინაშეა და საზოგადოებას დასახმარებლად მიმართავს.

ფოთში თავისუფალი შეკრების ადგილი – „ლიმენა“ დახურვის საფრთხის წინაშეა
ბათუმელები

კაფე „ლიმენა“ ფოთში დახურვის საფრთხის წინაშეა. ეს თავისუფალი სივრცეა, სადაც არ უშინდებიან პროტესტს და კრიტიკულ აზროვნებას. კულტურული, თუ საგანმანათლებლო აქტივობებისთვის „ლიმენა“ გრანტს ვეღარ იღებს, ამიტომაც მას საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

მას აქეთ, რაც „ოცნების“ პარლამენტმა რუსული კანონი მიიღო, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან გრანტის მიღების შესაძლებელი აღარ არის. „ლიმენა“ მხარდაჭერისთვის საზოგადოებას მიმართავს, იმისთვის, რომ ფოთში ეს თავისუფალი სივრცე გადარჩეს.

„განვახორციელეთ 200-ზე მეტი არაფორმალური განათლების აქტივობა, გამოფენა-გაყიდვა, ფესტივალი „ციალი“, ტრენინგი და ვორქშოპი. ​ვართ ღია დისკუსიების, კრიტიკული აზროვნების, დებატებისა და პროტესტის გამოხატვის ერთადერთი თავისუფალი ადგილი. ​ჩვენ არასდროს ვუშინდებოდით პროტესტის ხმამაღლა გამოხატვას. მრავალჯერ გამოგვივლია დაშინებისა და თავდასხმის მცდელობები, რომელთა მთავარი მიზანიც ჩვენი გაჩუმება იყო. მაგალითად, 2024 წლის ფიზიკური თავდასხმის დროს თავდამსხმელი სწორედ ამ მუქარას გვიმეორებდა: „მალე დაგხურავთ!“.

რთულ პერიოდებს დონორი ორგანიზაციების დახმარებით ვუმკლავდებოდით, თუმცა ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა, რეპრესიებმა, ზეწოლამ, საგრანტო დაფინანსების ჩახშობამ და დამოუკიდებელი სივრცეების წინააღმდეგ მიმართულმა დაუსრულებელმა ბრძოლამ ყოველგვარი რესურსი გამოგვაცალა.

​დღეს „ლიმენა“ მარტივი საოპერაციო ხარჯების დაფარვასაც ვეღარ ახერხებს. საფრთხეშია შენობაც, რადგან იჯარის გადახდის შესაძლებლობა აღარ გვაქვს. მეპატრონეს ვთხოვეთ, გაზაფხულამდე გაენახევრებინა იჯარის თანხა, რაზეც კატეგორიული უარი მივიღეთ. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, სივრცის 15 დღეში დაცლა მოითხოვა.

​შენობა, სადაც სივრცეა განთავსებული, ჩამოქცეული და მიტოვებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო, როცა ჩავიბარეთ. მის აღსადგენად და ახალი ფუნქციის მისანიჭებლად უზარმაზარი შრომა გავწიეთ.

​„გადაარჩინე ლიმენა!“ ​სწორედ ამიტომ მივედით ჩვენთვის ყველაზე რთულ გადაწყვეტილებამდე და ვიწყებთ კამპანიას: „გადაარჩინე ლიმენა!“

​ჩვენი ბოლო იმედი ის ადამიანები ხართ, ვინც ერთხელ მაინც ყოფილხართ ჩვენთან, გისარგებლიათ თუნდაც ერთი სერვისით და გესმით ის იდეა და ღირებულებები, რასაც „ლიმენა“ ემსახურება,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „ლიმენა“ ავრცელებს.

„ლიმენას“ მხარდაჭერის მსურველებს შეგიძლიათ თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშზე: TBC ბანკი, GE65TB0400000001700001 მიმღები – ააიპ ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევის ცენტრი.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,, კარგად ვიცნობ ლევან ლორთქიფანიძეს და დარწმუნებული ვარ მის წესიერებასა და გულწრფელობაში” – გია ხუხაშვილიწაიკითხე

უახლესი ამბები