თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება
თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება, რომლის მეორე დღესაც ინსტრუმენტული მუსიკის კონცერტი გაიმართა. მსმენელის წინაშე წარსდგნენ პიანისტი ელისო ვირსალაძე, საქართველოს სიმფონიეტა, იტალიიდან მოწვეული ჰობოისტი სერჯიო აზოლინი და დირიჟორი არიელ ცუკერმანი. ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება და 26 სექტემბერს დასრულდება.

თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება. ღონისძიების მეორე დღეს, ინსტრუმენტული მუსიკის კონცერტი შედგა.
მსმენელის წინაშე გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე და საქართველოს სიმფონიეტა, იტალიიდან მოწვეული სტუმრის, ჰობოისტ სერჯიო აზოლინის მონაწილეობით წარდგნენ. კონცერტს არიელ ცუკერმანი დირიჟორობდა.
ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება და 26 სექტემბერს დასრულდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.