კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით თბილისის კამერული მუსიკის XX ფესტივალი ტარდება
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიაში კამერული მუსიკის XX ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება საქართველოს მუსიკალური საზოგადოების ორგანიზებით, კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით ტარდება.

კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით ტარდება თბილისის კამერული მუსიკის XX ფესტივალი. ფესტივალი იმართება თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის პარტნიორობით დიდსა და მცირე დარბაზებში. თბილისის კამერული მუსიკის ფესტივალი დაარსდა 2006 წელს.
ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს მუსიკალური საზოგადოება.
სამხატვრო ხელმძღვანელია მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარე
მანანა ახმეტელი.
ფესტივალი მიზნად ისახავს კამერული მუსიკის პოპულარიზაციას, ემსახურება საქართველოში ანსამბლური საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებას.
საფესტივალო კონცერტებზე სრულდება სხვადასხვა ეპოქის, სტილისა და შემადგენლობის ანსამბლები, ნაკლებად ცნობილი და უცნობი ნაწარმოებები.
თბილისის კამერული მუსიკის ფესტივალში მონაწილეობენ გამოჩენილი ინსტრუმენტალისტები და ვოკალისტები, საზღვარგარეთიდან მოწვეული აკორდეონისტი და საზღვარგარეთ მოღვაწე ჩვენი ცნობილი თანამემამულეები. სახელოვან ოსტატებს მხარს უბამენ ახალგაზრდა შემსრულებლები და ნიჭიერი მოზარდები, რაც მათთვის დიდი სკოლაა.
დღეს ეს უკვე ტრადიციაა!
ფესტივალს მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო, შემოქმედებითი საქართველო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.
"თბილისის კამერული მუსიკის XX ფესტივალი" ჩატარდება 2026 წლის 28-31 ოქტომბერს, 3-4-7-10 ნოემბერს კონსერვატორიის დიდ და მცირე დარბაზებში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…