"ღამის სერენადების" დასკვნითი კონცერტები თბილისში - ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი დედაქალაქში გრძელდება
თბილისში ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის "ღამის სერენადების" დასკვნითი კონცერტები იმართება. კონსერვატორიის დიდ დარბაზში პიანისტებმა სანდრო ნებიერიძემ და სანდრო გეგეჭკორმა ითამაშეს, ხოლო 18 სექტემბერს დირიჟორ ბეატრიჩე ვენეცისა და გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის მონაწილეობით მუსიკალური საღამო გაიმართება.

"ღამის სერენადების" დასკვნითი კონცერტები თბილისში - ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი დედაქალაქში გრძელდება. კონსერვატორიის დიდ დარბაზში კლასიკური მუსიკის მოყვარულების წინაშე წარდგნენ ქართველი პიანისტები სანდრო ნებიერიძე და სანდრო გეგეჭკორი.
ხვალ, 18 სექტემბერს კიდევ ერთი მუსიკალური საღამოა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი და გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…