მეუფე გიორგი ჯამდელიანი "ოცნებას" - ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი
მეუფე გიორგი ჯამდელიანმა „ქართულ ოცნებას“ მიმართა, რომ თავი ქვეყნის ბატონ-პატრონები ნუ ჰგონიათ და ხალხს ზევიდან ნუ უყურებენ. მისი განცხადებით, ხელისუფლების გაკრიტიკების გამო ეპისკოპოსების წინააღმდეგ პროპაგანდისტული მანქანა და მიზანმიმართული შეურაცხყოფა ჩაირთო.

მეუფე გიორგი ჯამდელიანმა საკვირაო ქადაგებისას "ქართულ ოცნებას" მიმართა და შეახსენა, რომ ისინი ქვეყნის ბატონ-პატრონები არ არიან.
სასულიერო პირი ასევე მეუფე იობისა და სხვა ეპისკოპოსების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, მღვდელმთავრების წინააღმდეგ მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო მას შემდეგ, რაც მთავრობა გააკრიტიკეს.
"თქვენ ბატონ-პატრონები ჩვენი ნუ გგონიათ თავი და ხალხს ასე ზევიდან ნუ უყურებთ. თქვენ ხართ როგორც ნებისმიერი რიგითი მოქალაქეები, ამ ქვეყნის შილები, ჩვენი შვილები, ჩვენი დედა-ეკლესიის შვილები, მაგრამ ასე ნუ გაუუცხოვდებით ხალხს. მოვძებნოთ გამოსავალი...
ჩართეთ სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მანქანები, ყველა ჩაება და დაიწყო მიზანმიმართული შეურაცხყოფა, შეურაცხყოფა რბილი სიტყვაა იმასთან, რაც მეუფეს [იობს] აკადრეს, თავიანთი სიბინძურით და ამაში ჩაერთნენ სხვადასხვა პლატფორმაზე არსებული ტელევიზიები თუ გადაცემები", - ტქვა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…