“თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი” – მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიმართვა “ოცნებას”
მეუფე გიორგი ჯამდელიანმა ხელისუფლებას აზარტული თამაშების წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა და პარლამენტარებს მიმართა, თავი ქვეყნის ბატონ-პატრონები ნუ ჰგონიათ და ხალხს ზევიდან ნუ უყურებენ.

მეუფე გიორგი ჯამდელიანმა საკვირაო ქადაგებისას აზარტულ თამაშებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ ამ კუთხით მნიშნელოვანია, ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. სასულიერო პირმა ასევე პარლამენტარებს შეახსენა, რომ ისინი ქვეყნის ბატონ-პატრონები არ არიან.
“თქვენ ბატონ-პატრონები ჩვენი ნუ გგონიათ თავი და ხალხს ასე ზევიდან კი ნუ უყურებთ. თქვენ ხართ როგორც ნებისმიერი რიგითი მოქალაქეები, ამ ქვეყნის შილები, ჩვენი დედა-ეკლესიის შვილები, მაგრამ ასე ნუ გაუუცხოვდებით ხალხს. ჩვენი მოწოდება რა არის? რომ მოვძებნოთ გამოსავალი. რა თქმა უნდა, ისიც აღნიშნა მეუფემ, რომ ბევრი კარგიც კეთდება, განა ვინმეა დაუნახავი, რაც გაკეთებულა, მაგრამ ახლა რა გამოწვევებიოს წინაშეც ვართ, ამაზე დუმილი პირიქით უფრო არ არის ღალატი ქვეყნისა?”, – თქვა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…